მთავარი საკითხავი რჩევები: როგორ მივხვდეთ, რომ მამაკაცი გვღალატობს?

რჩევები: როგორ მივხვდეთ, რომ მამაკაცი გვღალატობს?

by guramus

ქალები ეჭვიანი არსებები არიან. ურთიერთობაში მათთვის  მცირე დეტალსაც გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. იცით, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მამაკაცი ნამდვილად გულგრილია  ჩვენს მიმართ და რომ ეძებს ან უკვე მოძებნილი ჰყავს ჩვენი შემცვლელი?

  1. არ იქცევა ძველებურად: ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ  შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ასეთ დროს მცირე დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება: რას შეიძლება ნიშნავდეს ინტერესის მოულოდნელი გაქრობა?
  2. გრძნობს ვალდებულებას: განებივრებთ საჩუქრებით, რომელიც ხასიათს გამოგისწორებთ? ერთი შეხედვით ეს ბუნებრივიც კია. რატომ არ უნდა აჩუქოს ძვირფასი ნივთი საყვარელ ქალს? მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ვალდებულების მოხდას და სასიამოვნო პროცედურას შორის დიდი განსხვავებაა.
  3. ამბობს, რომ ბევრი საქმე აქვს: ლოგიკურია, რომ შემდგარი მამაკაცი ნამდვილად ბევრს უნდა შრომობდეს, ფინანსურად მყარად რომ იგრძნოს თავი. მაგრამ გამუდმებული წუწუნი, რომ სამსახურში საქმე აუარებაა და თითქმის ვერაფერს ასწრებს, საეჭვოა. კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს ის მომენტიც, როცა იგვიანებს და ამბობს, რომ სამსახურში გვიანობამდე დარჩა, რადგან მუშაობდა. ეს კი სისტემატურ სახეს იღებს. შეყვარებული მამაკაცი საყვარელი ქალისთვის დროს ყოველთვის იპოვის.
  4. თავს იჩენს პატარა საიდუმლოებები: შეიძლება უწყინარი ამბავიც კი გახდეს საიდუმლო. ეს  ნიშნავს, რომ მას თქვენდამი ინტერესი ნამდვილად გაუქრა და უბრალოდ ეზარება განმარტებები.
  5. დრო: შეიძლება დროს სხვადასხვა დატვირთვა მიეცეს: მამაკაცმა შეიძლება თქვას: რომ არ ეცალა, მეგობრებმა სთხოვეს დახმარება, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა, პრობლემამ იჩინა თავი და ა.შ.
  6. არაფრისმომცემი დიალოგები: გაუცხოვება სულაც არ ნიშნავს, რომ ლაპარაკის საჭიროება გაქრება. მაგრამ თქვენი საუბარი აღარ იქნება აზრიანი, ინფორმაციებით დატვირთული. ეს იქნება ჩვეულებრივი კითხვა-პასუხის რეჟიმი, მოვალეობის მოხდის მიზნით წარმოთქმული დაზეპირებული  სიტყვების კორიანტელი.
  7. მობილური: თუ მამაკაცი მობილურს ხშირად ამოწმებს და ცდილობს დამალოს გაღიზიანების მიზეზი, საქმე ნამდვილად სანერვიულოდ გქონიათ. ეჭვს უფრო მეტად ამძაფრებს ის მომენტიც, როცა ცდილობს მის ნივთებს და განსაკუთრებით, მობილურს ნაკლებად შეეხოთ.
  8. ტყუილი: ზემოჩამოთვლილი ყველა მიზეზი ტყუილთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ ასეთი ურთიერთობების დროს სხვა ტყუილებიც იჩენს თავს, რომელიც ინდივიდუალურად უნდა ამოიცნოთ.