მთავარი ურთიერთობები როგორ მოვიპოვოთ დედამთილის კეთილგანწყობა?

როგორ მოვიპოვოთ დედამთილის კეთილგანწყობა?

by guramus

იდეალური გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის ცალკე ცხოვრება, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო ამის საშუალება არ არის, უმჯობესი იქნება თუ დედამთილი ჩვენი მეგობარი იქნება და არა მტერი.

Genius.ge-მ გადაწყვიტა გამოეკვლია 5 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ დედამთილმა შვილივით შეგიყვაროთ.  მაშ ასე , დავიწყოთ:

მოკლედ რომ ვთქვათ – პატივი ეცით თქვენს დედამთილს, იყავით კარგი დიასახლისი და მეუღლე, ილაპარაკეთ მასზე კარგი და იქონიეთ მოთმინება.

 

 

პატივისცემა

თქვენი მეუღლის დედა ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. თუნდაც იმიტომ, რომ მან თქვენი ქმარი გაზარდა. დედისთვის შვილზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ის კარგი თვისებები რაც თქვენ ქმარს აქვს ნაწილობრივ მაინც არის დედამისის დამსახურება. სწორედ დედამ გაზარდა ის ასეთი და თქვენს ბედნიერებაში მასაც მიუძღვის წვლილი. მაშინაც კი, თუ ვერ ხედავთ მისგან პატივისცემას, გადადგით პირველი ნაბიჯი და დაიწყეთ თქვენ. ანახეთ, რომ პატივს სცემთ მას და ელით იგივეს მისგანაც.

კარგი დიასახლისი

კარგი დიასახლისი ნებისმიერი კაცის ოცნებაა. ასევე დედამთილსაც მოსწონს რომ მისი ბიჭის ცოლი სახლს ალაგებს და საჭმელს აკეთებს. გახსოვდეთ ისიც, რომ დედამთილს ხშირად აქვს ე.წ. უფროსობის სინდრომი. მან შეიძლება მოგცეთ რჩევები: როგორ არის უკეთესი საჭმელის გაკეთება, როგორ ჯობია სახლის დალაგება ან რაიმე მსგავსი. მიუხედავად იმისა რომ თქვენც კარგად იცით რას აკეთებთ და მისი რჩევა უადგილოა უმჯობესი იქნება თუ გაუღიმებთ და თავს დაუქნებთ. ამით ისიც ბედნიერი იქნება და თქვენც შექებას დაიმსახურებთ.

კარგი მეუღლე

ყველა დედას საუკეთესო უნდა თავისი შვილისთვის. ხშირად დედამთილი შეიძლება მხოლოდ იმის გამო გექცეოდეთ კარგად, რომ მის შვილს აბედნიერებთ. გზა დედამთილის გულისკენ თქვენს ქმარზე გადის, გახსოვდეთ ეს.

მოთმინება

იქნება შემთხვევები, როდესაც დედამთილი რაიმე შეცდომას დაუშვებს. შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს, რითიც გულსაც გატკენთ. ასეთ დროს კარგი იქნება თუ მაქსიმალურად მოითმენთ და დაანახებთ, რომ მისი მტერი არ ხართ. ეს გამოიწვევს იმას, რომ დანაშაულის გრძნობა შეაწუხებს რომ უსამართლოდ იქცევა, რის შემდეგაც კიდევ უფრო დაგიახლოვდებათ.

სხვებთან მასზე ლაპრაკი

ყველა ადამიანს სიამოვნებს როდესაც მასზე კარგს ლაპარაკობენ. შეეცადეთ განსაკუთრებით კარგად ილაპარაკოთ მის ნაცნობებთან და მეგობრებთან, რომლებიც აუცილებლად მოუყვებიან თუ რა თქვით მასზე. ასეთ დროს მისი მეგობრები თქვენს მხარეს დაიჭერენ და მას გაამტყუვნებენ თუ თქვენზე რაიმე ცუდი წამოცდა.

 

გისურვებთ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას <3