მთავარი ურთიერთობები 3 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ დროა ურთიერთობა დაასრულოთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს

3 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ დროა ურთიერთობა დაასრულოთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს

by guramus

თავდაპირველად, როდესაც შეყვარებული ხართ, თავში უამრავი სამომავლო გეგმა და იმედი გიტრიალებთ. მაგრამ დგება ის მომენტი, რაც გაფიქრებს, რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. გინახავთ ვინმე კმაყოფილი რომ ყოფილიყო და არ ეწუწუნა თავის პარტნიორზე? არ გიფიქრიათ, ასეთ შემთხვევაში რატომ არიან ისინი კვლავ ერთად? არსებობს მიზეზები, რატომაც აგრძელებენ წყვილები ურთიერთობას მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერები აღარ არაინ. ზოგჯერ ისინი ვერც კი აანალიზებენ, რომ ხელჩასაჭიდი აღარაფერი დარჩათ.

წარმოგიდგენთ იმ 3 გამაფრთხილებელ ნიშანს, რაც ურთიერთობის დასრულების აუცილებლობას აჩენს

 

1. ურთიერთობა აღარ იწვევს აღფრთოვანებას. ხშირად უბრალოდ ვალდებული ხართ გააგრძელოთ თანაცხოვრება პარტნიორთან- ბავშვები, ფინანსური საკითხები, დანაშაულის გრძნობა. ისმის კითხვა: რატომ ხართ ისევ ერთად? თუკი ამაზე პასუხი არ გაქვთ ან თქვენი პასუხი ვალდებულებებთან უფრო კავშირშია, ვიდრე სიყვარულთან, აშკარად დასრულების დროა. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ გრძნობთ თავს არაკომფორტულად, აქ ორივე მხარე ზარალდება.

 

 

2. ფიქრობთ, რომ სულ არაფერს ასეთი ურთიერთობის ქონა ჯობია. ეს უკვე შიშზე აგებული ურთიერთობაა. თქვენ უბრალოდ მარტოობის გეშინიათ. საქმე კი ისაა, რომ თუკი საკუთარ თავთან მარტო ვერ რჩებით, მაშინ არც სხვასთან ყოფნისთვის ხართ მზად. მარტოობის პერიოდი საკუთარი თავის გასაზრდელად, უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოიყენოთ.

 

 

3. უფრო მეტ დროს უთმობთ წუწუნს, ვიდრე იმის დაფასებას, რაც გაქვთ. ზოგჯერ შინაგანად უკმაყოფილბის გრძნობა გიჩნდებათ. არა იმიტომ, რომ თქვენი პარტნიორი ცუდია და არ სცადა ურთიერთობის გაუმჯობესება, არც იმიტომ, რომ თქვენი გრძნობები შეიცვალა. ყველა ჩვენგანს საკუთარ თავში საყვარელი ადამიანის იდეალი აქვს შექმნილი. შესაბამისად სწორედ ასეთ პიროვნებას ეძებთ ყოველ ახალ ურთიერთობაში და ხშირად ვერ ვიღებთ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვნია ის. თუკი ხვდებით, რომ გრძნობის არსებობის მიუხედავად თქვენი პარტნიორი ის არაა, ვისაც ეძებთ მაშინ ჯობია დაშორდეთ. არასოდეს არ მიიჩნიოთ წარუმატებელი ურთიერთობები დროის ფუჭ კარგვად. ყოველი ახალი ადამიანი ვისაც ვხვდებით, ყოველი ახალი რომანი, ყოველი გულის ტკენა რაღაც ახალს გვასწავლის და გაუმჯობესებაში გვეხმარება. დააფასეთ ის მომენტები, რაც გქონიათ პარტნიორებთან. ცხოვრებას გამოცდილებებზე დაყრდნობით ვსწავლობთ და ეს პრაქტიკას საჭიროებს. შეარჩიეთ შესაფერისი დრო ურთიერთობათა დაწყებასა და დამთავრებისთვის და არ შეგეშინდეთ ცვლილებების.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: