მთავარი ურთიერთობები როგორ ვიპოვოთ სიყვარული, რომელიც მარადიულია

როგორ ვიპოვოთ სიყვარული, რომელიც მარადიულია

by guramus
ეულად ყოფნა და მეორე ნახევრის ძიება, რომელიც მუდმივად შენს გვერდით იქნება, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა დღევანდელ სამყაროში, და მას უამრავი ადამიანი აწყდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებულნი არიან ცხოვრების სხვა ასპექტებში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ. ამ დროს გაიხსენეთ, რომ ზრდასრული ამერიკელი მოქალაქეების 44% მარტოა, რომელთაგან 40 მილიონი, მეორე ნახევრის საპოვნელად ონლაინ გაცნობის სერვისს იყენებს.
მარტოხელობის მიზეზები ადამიანებს ერთმანეთისაგან გამოარჩევს. შენ შეიძლება მარტო იყო დიდი ხნის განმავლობაში… ყოველივეს მიზეზი ისაა, რომ შენ არ გქონდა დრო ერთგულად გეძებნა მეორე ნახევარი და ნამდვილად შეგეცნო ვინმე ან უბრალოდ არ შეგეძლო გეპოვა ისეთი პარტნიორი, რომელიც შენს მოთხოვნებს ერგებოდა. ორივე შემთხვევამ დიდი დრო წაიღო, სამაგიეროდ გაგირთულდა “თამაშში” დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება. შენ შეიძლება ბევრი გულისტკივილი გადაგხდა წარსულში. ყველამ ვიცით, რომ ნეგატიური გამოცდილებების ადამიანები თავს გაურკვევლად და საშინლად იგრძნობენ, როდესაც მსგავს შემთხვევებთან მოუწევთ გამკლავება. რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ადამიანთათვის სიყვარული ნამდვილად ღირს იმისათვის, რომ ეძებონ და შემდეგ იბრძოლონ მის შესანარჩუნებლად. რადგან ამ სტატიას კითხულობ, ესეიგი შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ნათელი მიზნები აქვს- გინდა სიყვარული, რომელსაც ბედნიერება მოაქვს და სიყვარული, რომელიც ნამდვილი და მართალია… თუმცაღა, იცოდე რაც გინდა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მიიღებ მას. ადამიანმა, რომელიც ოდესმე მაინც ყოფილა მარტო, იცის, რომ სიყვარულის პოვნა გამოწვევებით სავსეა. პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება გონებაში არის ის, თუ როგორ როგორაა შესაძლებელი იპოვო ნამდვილი სიყვარული. ამას მხოლოს მაშინ გასცემ პასუხს, როდესაც იპოვი. შემდეგ ფიქრობ, თუ შეხვდები ვინმეს, როგორ შეძლებ მის შეცნობას? და ბოლოს, შეძლებ თუ არა აიცილო თავიდან მსგავსი არჩევანი და შეცდომები?
მრავალი ადამიანის გამოცდილებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიყვარული არ გვეწვევა, მაშინ, როცა მას ველოდებით ან ვეძებთ. შესაძლოა ზუსტად მაშინ ,,დაგვატყდეს თავს”, როდესაც მის ლოდინს შევწყვეტთ. ნაცვლად იმისა რომ თითოეულ ახალ შემხვედრში ვეძიოთ სიყვარულის ობიექტი და შემდგომ იმედგაცრუებები ვთვალოთ, ჯობს საკუთარი თავის მობილიზებას და სრულყოფას დავუთმოთ მეტი ყურადღება და დრო.
1. იმუშავეთ საკუთარ თავზე
როგორც ცნობილია გავრცელებული  მიზიდვის ხერხებიდან – ჩვენ გვიზიდავს საკუთარი თავის მსგავსი პიროვნებები. თუ კი ეძებთ ადამიანს, რომელსაც სიყვარულის ნაკლებობა აქვს, სწორედ მსგავს ადამიანს შეხვდებით და სწორედ ასეთი ფიქრები თუ მიზნები ექნება, როგორიც თქვენ გაქვთ ახლა. შემდეგ კი , რაც მოხდება თავადაც ხვდებით.
მეორე მხრივ, იფიქრეთ ნაცნობებზე, რომლებსაც ხშირად უმართლებთ სიყვარულში. ეს იმიტომ ხდება, რომ უყვართ თავიანთი თავი და ისეთს იღებენ , როგორც თავად არიან. რაც თავის მხივ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი გიყვარს და თუ კი საკუთარ თავს პატივს სცემ, ესეიგი სხვებიც დაგაფასებენ.
სწორედ საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება ანუ თავდაჯრებულობა გასცემს მესიჯებს, რითაც იზიდავთ საყავრელ ადამიანს.
2. არ იჩქაროთ
ნუ დააჩქარებ სიყვარულის განვითარებას. თუ დაიღალე მეორე ნახევრის ლოდინით, შეგიძლია ადვილად ააწყო ურთიერთიობა პირველივე შემხვედრთან, რომელიც მოგეწონება, იმის მიუხედავად, რომ კარგად არც იცნობ მას. მოვლენების დაჩქარება ჩვენვე გვაქცევს მსხერპლებად. უკეთესი გემო ექნება ყოველივეს, თუკი მეტ დროს დავუთმობთ მასზე ფიქრს და მივიღებთ უფრო რაციონალურ და გონივრულ გადაწყვეტილებას.
3. ეცადეთ ახალ ხალხთან შეხვედრა
შანსი იმის, რომ თქვენს სულიერ მეგობარს, რომელიც მოგისმენს და გაგიგებთ, ბარში იპოვით მამაკაცებისთვის 2% ქალებისთვის კი 9%. რატომ არ ცდით რამე სხვა ადგილს, სადაც ბევრად საინტერესო ადამიანების და შეიძლება მომავალი სიყვარულის პოვნაც შეძლოთ. თუ გყავთ ძაღლი, პარკი არაჩვეულებრივი ადგილია საერთო ინტერესის მქონე ადამიანის საპოვნელად. მომდევნო შესანიშნავი გზა ახალი ხალხის გასაცნობად ყველასათვის რჩეული თემაა საჭმელი. დამოკიდებულია იმაზე რა სახის საჭმელი მოგწონს. საჭმლის მომზადების კურსები, სადაც შეძლებთ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც იგივე გემოვნება ექნება საჭელში, როგორიც თქვენ. ონლაინ ურთიერთობები ბოლო დროს ძალიან გავრცელდა. მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მთავარია შენ შეძლო მისი რეალურ ცხოვრებასთან გონივრულად შეთავსება. გამოიყენე ონლაინ ურთიერთობები იმისთვის, რომ უკეთ გაიცნო ადამიანი, რომელსაც მოგვიანებით რეალურად შეხვდები.
4.ყოველთვის ნუ ენდობით ერთი ნახვით სიყვარულს
მცდარია წარმოდგენა რომ მუდმივი მიმზიდველობა ორ ადანიანს შორის ხანგრძლივი სიყვარულის გარანტია.რეალურად ფიზიკური მიმზიდველობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრან ძალიან ხანმოკლე. სწორედ ამიტომ ურთიერთობა იმ ადამიანებს შორის ვინც თავდაპირველად მეგობრები იყვნენ ხშირად უფრო ძლიერი ჯანსაღი და ხანგრძლივია.
5. ნუ ეცდებით შეინარჩუნოთ ნელ-თბილი ურთიერთობა მარტო დარჩენის შიშით
საბლოო ჯამში, ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია ნორმალური ურთიერთობის სახე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი იმედგაცურება გვქონია.ჩვენ მათგან პრაქტიკული გამოცდილებები მივიღეთ, რაც გვეხმარება იმის მიღებაში , რაც რეალურად გვინდა – ნამდვილი სიყვარული. ცუდი ურთიერთობის გაგრძელებას სჯობს, მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გავიცნოთ ახალი პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილ სიყვარულს ვიპოვით, რომელიც სამუდამო იქნება. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართევს, სანამ ურთიერთობას წამოვიწყებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ ვიცნობთ და რაც მთავარია , არასდროს არ ჩაიქნიოთ ხელი და მუდამ გახსოვდეთ, თქვენთვის იდიალური ადამიანი არსებობს, ურბალოდ მოთმინებაა საჭირო. პატარა რომანებით კი , მტკივნეულ , თუმცა საჭირო გამოცდილებას მივიღებთ.

D.T.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: