მთავარი საკითხავი ოსკარ უაილდის 10 ციტატა, რომელიც ლიტერატურას უფრო შეგაყვარებთ

ოსკარ უაილდის 10 ციტატა, რომელიც ლიტერატურას უფრო შეგაყვარებთ

by guramus

ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.

 

აი, მისი საოცარი 10 ფრაზა

1.ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს.

2.ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.

3.სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია.

4.თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნას და გამოსწორებას უნდა შეეცადო.

5.თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს.

6.ქალებს იმ ნაკლოვანებათა გამო შევუყვარდებით ხოლმე, რომლებიც ბუნებით თან დაგვყოლია.

7.არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.

8.ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.

9.ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს – წარსული.

10.ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში.

D.T.