მთავარი საკითხავი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება

by guramus

15 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროს მუშაობა 4 საათით გახანგრძლივდება, 00:00-04:00 საათამდე. აგრეთვე 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მერიის განცხადებით 16-17 აპრილს08:00-20:00 საათამდე სასაფლაოებისკენ მიმავალი მუნიციპალური ავტობუსები უფასო იქნება.

”მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: