მთავარი საკითხავი 15 წესი იმისათვის, რომ ბებრუხანად არ იქცეთ!

15 წესი იმისათვის, რომ ბებრუხანად არ იქცეთ!

by guramus

ასაკის მატებასთან ერთად, ბევრ ქალს უჩნდება გრძნობა, რომ საშინლად გამოიყურება, ძველი ხიბლი დაკარგა და არავის აღარ მოსწონს. ზოგჯერ მართალიც არის. ხშირად ქალებს ეცვლებათ დამოკიდებულება და ბუნებრივიც არის. თინეიჯერობის ასაკში სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ, მაგრამ 10 წლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. ჩნდება ახალი ვალდებულელები. გთავაზობთ 15 წესს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ასაკმა ვერაფერი დაგაკლოთ და ისევ ისეთი მომხიბვლელი იყოთ, როგორც უწინ.

1. ერთი ტონის ჩანთა და ფეხსაცმელი აღარ არის აქტუალური და ამასთან ეს შეხამება ავტომატურად გმატებთ რამდენიმე წელს.

2. მოერიდეთ ჩაცმულობაში ზეითუნის, ჭაობისა და მიწისფერ ტონებს. ისინი სახეზე უსიამოვნო ფერს აგირეკლავთ.

3. ზოგიერთ ქალს უყვარს მდიდრული ქსოვილის – ნატი, ატლასი, ლარექსი, გიპიური – სამოსი. ეს ქსოვილები ასაკს მოგიმატებთ, განსაკუთრებით თუ ამ ქსოვილის სამოსს დღისით (საღამოს წვეულებაზე კიდევ არა უშავს) ჩაიცვამთ.

4. თუ ასაკთან შედარებით ასაკოვნად გამოიყურებით, ჩაცმულობაში გამოიყენეთ ღია ვარდისფერ-ატმისფერი. იგი სახის კანს ახალგაზრდულ იერს ანიჭებს.

5. რაც შეეხება შავს, იგი უდავოდ ელეგანტური ფერია, მაგრამ მუდამ შავი სამოსის ტარება ასაკოვანი ქვრივის უფლებაა. მაგრამ თუ გიჭირთ ამ ფერთან განშორება, მკვეთრი ფერის შარფით ან აქსესუარით “გამოაცოცხლეთ”.

6. მოერიდეთ “ბალახონებსა” და უფორმო სამოსს. ასეთი ფასონი ისეთ მოდელებს უხდებათ, რომელთა პარამეტრებიც: 90-60-90-ია.

7. მოერიდეთ 80-იან წლებში პოპულარული ნეონის ფერების გამოყენებას სამოსში.

8. შეარჩიეთ ქვედაკაბის სწორი ფორმა. ნებისმიერ ქალს უხდება მუხლს ოდნავ ქვემოთ სიგრძის. ასეთი ფორმა ნებისმიერ ფეხს უფრო ლამაზს, ტანს უფრო გამოკვეთილს გამოაჩენს. შარვლის ტოტი აუცილებლად უნდა ფარავდეს ქუსლს. უპირატესობა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მიანიჭეთ. უხეშძირიანი ფეხსაცმელი ფეხსაც უშნოდ გამოგიჩენთ და თქვენც დაგაბერებთ. ხოლო სვიტერს ან მაისურს V-ფორმის ამონაჭერი უნდა ჰქონდეს ყელთან.

9. ყველასათვის ცნობილია, რომ მუქი ფერები ადამიანს აბერებს, ღია – აახალგაზრდავებს.

10. ძვირად ღირებული ბრილიანტის ტარება რამდენიმე წლით დაგაბერებთ, რადგან მისი და მარგალიტის ტარება მხოლოდ 50 წელს გადაცლიებულთათვისაა ნებადართული. სამკაულებში ბრჭყვილა მინისა და ბისერის გამოყენებასაც მოერიდეთ. ის მიმზიდველს კი არა, უფრო სასაცილოს გაგხდით.

11. ნუ ჩაიცვამთ თინეიჯერივით. აგრეთვე გარდერობიდან მოისროლეთ სამოსი, რომელიც 80-იან და 90-იან წლებში იყო მოდაში. არაა აუცილებელი მოდის თავგადაკლული თაყვანისმცემელი იყოთ, მაგრამ სწორად შერჩეული ფერთა გამა, ქვედაკაბის სიგრძე და სამოსთან შეხამებული აქსესუარები მუდამ თანამედროვეს
გამოგაჩენთ.

12. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჩაცმულობაში შემდეგ შეხამებას: ქვედაკაბა+ჟაკეტი; შარვალი+კოსტუმი. განსაკუთრებით, თუ ორივეს ერთი ნახატი ამშვენებს. ასე მკაცრი დრეს-კოდი მხოლოდ ოფიციალურ სამსახურში გამოგადგებათ. მეგობრებთან შეხვედრისა და კაფეში წასასვლელად კი – დაუშვებელია.

13. როგორი სამოსიც უნდა გეცვათ, ეცადეთ გამოკვეთოთ წელი. წვრილი ან მსხვილი ქამრით. კაბაზე, სარაფანზე, სხვათა შორის ქამარი კარდიგანსა და პალტოსაც კი უხდება.

14. ინტენსიური მაკიაჟი და თმის არაბუნებრივი შეფერილობა ახალგაზრდობის მტრები არიან. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო რთულ ვარცხნილობას გაიკეთებს და თმას მკვეთრ ფერში შეიღებავს, უფრო ლამაზი გამოჩნდება. ბუნებრიობა შეინარჩუნეთ ყველაფერში.

15. დაბოლოს, ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს და პატივს სცემს, ნებისმიერი სამოსი უხდება. გადახედეთ შერონ სტოუნს, დემი მურს, მადონას. მათ 50 წელს გადააბიჯეს, მაგრამ მუდამ ელეგანტურად აცვიათ და მამაკაცებისთვის მაინც სასურველები არიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: