მთავარი ურთიერთობები შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი

შეყვარებული ქალის 10 სიმპტომი

by guramus

როდესაც გულში სიყვარული ჩნდება, იგვლივ ყველაფერი ნათდება. შავთეთრი სამყარო ფერადად გვეჩვენება. გვიხარია ცხოვრება. შეყვარებული ქალი ათასგვარ სისულელეს სჩადის და ყველაფერს სიყვარულის გამო აკეთებს.

 1. თვალებში სხივი ჩნდება – თუ მუდამ იღიმით და გსურთ სამყაროს პოზიტივი აჩუქოთ, გილოცავთ, თქვენ შეყვარებული ხართ. თუ გარშემომყოფთა კომპლიმენტებს სიამოვნებით იღებთ და გაბედნიერებთ, თქვენ ჭეშმარიტი გრძნობა გეწვიათ.

 2. დაბნეული ხართ – ისეთი მომენტები გავიწყდებათ, რომელთა დავიწყებაც ადრე წარმოუდგენელი იყო? ან ისეთი ყურადღებიანი ვეღარ ხართ გარშემომყოფთა მიმართ? რა გასაკვირია, თქვენ ხომ გული იმ ერთადერთს მიუძღვენით. გული კი გონებას მართავს.

 3. გსურთ ლამაზად გამოიყურებოდეთ – დღე და ღამ გარეგნობაზე ზრუნავთ და გსურთ რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ. პურის საყიდლად რომ გადიხართ, იდეალურ მაკიაჟს იკეთებთ. რა თქმა უნდა, ხომ შეიძლება თქვენმა რჩეულმა დაგინახოთ?

 4. გსურთ გარეგნობის შეცვლა – ვარცხნილობის, წონის, ჩაცმის სტილის.

 5. მუდამ გინდათ თქვენს გვერდით იყოს – როცა ვერ ხედავთ, ურეკავთ, უმესიჯებთ. გსურთ გაიგოთ რას აკეთებს.

 6. აქამდე არსებული საყვარელი საქმიანობები ინტერესს კარგავს – დროის გატარება საყვარელ ადამიანთან გსურთ.

 7. გახდით ეჭვიანი – ყველაზე ეჭვიანობთ: კოლეგაზე, მეზობელზე, ბავშვობის მეგობარზე ან თუნდაც კონსულტანტზე, რომელსაც მაღაზიაში გაუღიმა.

 8. გიჩნდებათ საერთო ინტერესები – თუ მოულოდნელად ფეხბურთის ქომაგი გახდით, ან მანქანებმა დაგაინტერესათ, ნუ შეშინდებით. ეს ბუნებრივია.

 9. დღის განმავლობაში შეიძლება რამდენიმეჯერ შეგეცვალოთ განწყობა – გულიანი სიცილი მოულოდნელად ტირილში გადაიზარდოს და პირიქით.