მთავარი ურთიერთობები 8 მიზეზი, რის გამოც მამაკაცთან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოთ

8 მიზეზი, რის გამოც მამაკაცთან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოთ

by guramus

1. ცოლიანია – რა მნიშვნელობა აქვს, ქორწინება რამდენ წლიანია, ან რამდენი შვილი ჰყავს,  ფაქტია რომ ცოლიანია. არც იმას აქვს მნიშვნელობა მეუღლესთან ერთად თუ არ ცხოვრობს და არ იცის თუ სადაა. მთავარი ისაა რომ მაინც ცოლიანია. ჯობია მამაკაცმა, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებს ჯერ ძველი დაასრულოს.
2. ხელი ასწია ქალზე – ეს დაუშვებელია! ამ შემთხვევაში არაფერს არ აქვს მნიშვნელობა! არ აქვს აზრი ვისზე აწია ხელი. თუ მან ერთხელ გაბედა, კიდევ გაიმეორებს.
3. ქალს მხოლოდ სილამაზის გამო აფასებს – ყველა ადამიანები ვართ, ხანდახან ცუდათ ვხდებით და ყოველთვის კარგად ვერ გამოვიყურებით, მუდამ მამაკაცისთვის მიმზიდველები ვერ ვიქნებით. მამაკაცს თუ მხოლოდ სიყვარულის გამო უყვარს ქალი, იგივეა რაც ქალს სიმდიდრის გამო უყვარდეს მამაკაცი.
4. გაიძულებთ, იეჭვიანოთ – მსგავსი საქციელი დამამცირებელია, თუ მამაკაცი ცდილობს რომ გაეჭვიანოთ, ის თქვენს სიყვარულსა და გრძნობებს შურაცხყოფს.
5. არ უყვარს შვილები – თქვენ კი გიყვართ, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ვერ შეთანხმდებით ვერასდროს.
6. მიაჩნია, რომ თქვენი ურთიერთობა ფარული უნდა იყოს – არ დადის თქვენთან ერთად მეგობრებთან, წვეულებაზე, დაბადების დღეებზე. ხშირად გიმეორებთ, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანი ხართ, მაგრამ რეალურად ვერ ხედავთ მისგან ამ ყველაფერს. გკითულობთ მხოლოდ მაშინ როდესაც სჭირდებით და სახლში მარტოა. რათ გინდა ისეთი მამაკაცი რომელიც ყველასთვის უჩინარია. მის ამგვარ ქცევაში აუცილებლად იმალება რაღაც საიდუმლო და რაც მალე გაიგებთ მის შესახებ, მით უფრო მშვიდად იქნებით.
7. მუდამ გადარებთ ყოფილ ცოლს, საყვარელს – მამაკაცი თუ გამუდმებით თავის ყოფილს გადარებთ და მასზე გიყვებათ. მას ის ჯერ ვერ დაუვიწყებია. ასეთ შემთხვევაში გრძელვადიანი ურთიერთობისას, მომავალში ის მუდამ შეგადარებთ თავის ყოფილს, ისინი ხშირ შემთხვევაში გაჯობებენ და არა პირიქით.
8. უინტერესოა საწოლში – ადრე თუ გვიან მაინც დაინგრევა თქვენი ურთიერთობა ამ მიზეზის გამო, ასე რომ ჯობია ახლავე უარი თქვათ მასზე.