მთავარი ურთიერთობები ქალის 7 თვისება, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღიზიანებს

ქალის 7 თვისება, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღიზიანებს

by guramus

მამაკაცებს უამრავი უარყოფითი თვისება აქვთ. ხშირად ძალიან აღიზიანებთ ქალებს მათი მავნე ჩვევების ატანა, თუმცა არც კაცები არიან ნაკლებ დღეში. მათაც არ მოსწონთ თქვენი ზოგიერთი საქციელი. გთავაზობთ 7 ჩვევას, რომელიც მამაკაცებს საშინლად აღიზიანებთ.

უცხო ადამინებთან პირადი ურთიერთობის განხილვა

ნუ განიხილავთ პირად ურთიერთობებს ნურავისთან. არც დაქალთან გაბედოთ საუბარი, არც დედამთილთან და არც დედათქვენთან. გირჩევთ ნებისმიერი საკითხი მხოლოდ საყვარელ ადამიანს გაანდოთ და აუხსნათ რა არ მოგწონთ.

ფულთან არასერიოზული დამოკიდებულება

მამაკაცებს ძალიან მოსწონთ როცა ქალი მფლანგველი არაა და ფულის ყადრი იცის. შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანი უამრავ ფულს გახარჯებდეთ, მაგრამ მას მაინც არ ესიამოვნება თუ მის ნაშრომს 1 დღეში გაფლანგავთ.

მოუვლელი გარეგნობა

არც გაბედოთ საკუთარი გარეგნობის უგულებელყოფა. მამაკაცს ისევე ხიბლავს მოვლილი ცოლი, როგორც შეყვარებულობის პერიოდში.

ყოფილებთან მეგობრობა

დაფიქრდით, გესიამოვნებათ თქვენი მამაკაცი ყოფილ შეყვარებულს რომ ემეგობრებოდეს? არც მას სიამოვნებს.

უმიზეზო წყენა

გაიგეთ, რომ მამაკაცები მინიშნებებით საუბარს ვერ იგებენ და თქვენს ემოციურ რეაქციებზე ისინი ვერასდროს გაგცემენ ადეკვატურ პასუხს. და თუ მსგავსი ემოციური გამოსვლები ქრონიკულ სახეს იღებს, მამაკაები ინტერესს კარგავენ და აღარც რეაგირებენ.

ქრონიკული დაგვიანებები

რომანტიულ ვახშამზე 5 წუთით შეგიძლიათ დაიგვიანოთ, თუმცა 1 საათით დაგვიანება, მითუმეტეს თუ მუდმივი სახე აქვს, საშინლად აღიზიანებს მამაკაცს. პუნქტუალურობა პასუხისმგებლობასთან და პატივისცემასთან ასოცირდება. ამით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მის დროს პატივს სცემთ და არ ფლანგავთ უაზროდ.

ტოტალური კონტროლი

ყველაზე მნიშვნელოვანი! – მამაკაცს თავისუფლება უნდა მისცე. თუ ღალატი უნდა, მაინც მოახერხებს და მოგატყუებთ. გამუდმებული დაკითხვები და ყოველი ქცევის კონტროლი მეტად დაგაშორებთ საყვარელ ადამიანს და შესაძლოა ურთიერთობა თავზეც ჩამოგენგრეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: