მთავარი ურთიერთობები რატომ განვაგრძობთ მათ სიყვარულს, ვინც ცუდად გვექცევა?

რატომ განვაგრძობთ მათ სიყვარულს, ვინც ცუდად გვექცევა?

by guramus

არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ქალიც და კაციც ერთნაირად ცდილობს გადაარჩინოს ურთიერთობები და განაგრძნონ იმ პარტნიორებთან ცხოვრება, რომლებიც იყენებენ, ამცირებენ და ზოგჯერ სცემენ კიდეც.

მას შემდეგ რაც თავს იხსნიან ასეთი ურთიერთობისგან, მეორე ურთიერთობაც იგივე სცენარით მიმდინარეობს.

რა ქმნის ასეჩ ჩაკეტილ წრეს?

პარტნიორთან ქცევის მოდელი ბავშვობაში ყალიბდება. მარტივად რომ ვთქვათ, პარტნიორთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც გვქონდა მშობლებთან. თუ ისინი ცუდად გვექცეოდნენ და გვცემდნენ, გვამცირებდნენ, მაშინ ჩვენი ურთიერთობაც პარტნიორთან ასეთივეა.

დამოკიდებულობის წყარო

მშობლებთან ურთიერთობისას ბავშვი გამუდმებით შესწავლის და ჩამოყალიბების პროცესშია. იგი ისრუტავს იმპულსებს, რომლებსაც მშობლები გასცემენ. მაგალითად, თუ ისინი ბავშვს ამშვიდებენ და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში ეხმარებიან, მომავალში ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს თავის კონტროლს და თვითდამშვიდებას.

Mandatory Credit: Photo by Business Images/REX Shutterstock (3958006a) MODEL RELEASED Father Shouting At Young Daughter VARIOUS

სიყვარულის ძიება

იმ ადამიანებთან დაბრუნების მიზეზი, რომლებიც ტანჯვას გვაყენებენ, სულაც არ არის ტანჯვის წყურვილი. ეს სიყვარულზე მცდარი შეხედულებაა. ბავშვობაში ბავშვი სულაც ვერ აცნობიერებს მშობელს უყვარს იგი თუ არა. ის ფიქრობს რომ მშობლის მოქმედება არის სწორი და ყველა ასე უნდა იქცეოდეს.

 

თუ თქვენს მეგობარს ცუდად ეპყრობიან

ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანს ცუდად ეპყრობიან. გვსურს, რომ დავეხმაროთ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა დახმარება ეფექტური იყოს და შედეგიანი.

რა გავაკეთოთ?

მხარდაჭერა – როდესაც ადამიანს ცუდად ექცევიან, მას თვითშეფასების კოეფიციენტი უქვეითდება. ამიტომ აუცილებელია შეახსენოთ რომ ძალიან ძვირფასია თქვენთვის. იგი ისევ ისე მშვენივრად გამოიყურება, როგორც ადრე და მის ბრძოლისუნარიანობაში დარწმუნებული ხართ.

წახალისება – დაეხმარეთ დაკავდეს სხვადასხვა აქტივობით. მაგალითად, შესთავაზეთ ერთად სიარული აუზზე, ან სულაც ირბინეთ დილაობით. ასეთი ადამიანები ხშირად კარჩაკეტილი ცხოვრობენ და მათი საზოგადოებასთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ურჩიეთ მიმართოს სპეციალისტს – სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ ურჩიეთ დაიხმაროს კვალიფიციური ადამიანი. შედეგი დადებითი და მაქსიმალური იქნება.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: