მთავარი ურთიერთობები 10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ

10 რამ, რის შეყვარებულთან ერთად არ გაკეთებასაც აუცილებლად ინანებთ

by guramus

ნებისმიერი მოქმედება ჩვენთვის გამოცდაა და აუცილებლად მისგან რაღაც ახალი უნდა ვისწავლოთ. არსებობს გამოთქმა, რომ ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ბრძენი სხვების შეცდომებზეო. ამიტომ გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას ურთიერთობაში. სხვების გამოცდილება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები.

  1. არ რთავთ ელექტრონულ თავშესაქცევებს, როცა ერთად ხართ

ერთად ყოფნის ყოველი წუთი უნდა დააფასოთ. სამსახურიდან დაბრუნებისას ნუ მიუჯდებით ლეპტოპს, ტელეფონს, არამედ ერთმანეთს ესაუბრეთ, ჩაეხუტეთ და დატკბით სიყვარულით.

  1. არ ეუბნებით კომპლიმენტს ყოველდღე

ყოველ წუთს ეძებეთ მასში დადებითი და აუცილებლად აღნიშნეთ. უთხარით რომ დღეს თმა ძალიან ლამაზად აქვს, ან ეს კაბა ძალიან უხდება.

  1. არ აქებთ თქვენს პარტნიორს სხვებთან

აუცილებელია იამაყოთ თქვენი პარტნიორით. ეცადეთ ყველასთან დააფასოთ და აღნიშნოთ რომ ძალიან გიხარიათ მასთან შეხვედრა.

  1. დროზე არ აგვარებთ კონფლიქტებს

რაც უფრო მეტად გადადებთ, მით მეტად გართულდება სიტუაცია. გირჩევთ დროულად გაარკვიოთ ხოლმე და მოამთავროთ.

  1. მასთან მარტოდ ხშირად არ ატარებთ დროს

აუცილებელია მარტოობა. ხშირად გაატარეთ დღეები მხოლოდ თქვენ. წადით პიკნიკზე ბუნებაში, ჩაიკეტეთ ოთახში და უყურეთ სასიყვარულო ფილმებს. უბრალოდ დაჯექით და ჩახედეთ ერთმანეთს თვალებში.

  1. სექსში ხშირად არ იჩენთ ინიციატივას

წვეულებაზე ხართ და ძალიან გინდათ სექსი? თავს ნუ შეიკავებთ, გაიპარეთ ჩუმად და დატკბით ერთმანეთით. საქმეში ხართ ჩაფლული და პარტნიორი მოგეფერათ? დაივიწყეთ საქმე და თავით გადაეშვით ვნებებში, მიეცით თავს უფლება ისიამოვნოთ.

  1. არ ცდილობთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ მის მეგობრებთან, ოჯახთან

ეცადეთ დააფასოთ მისი საყვარელი ადამიანები. აუცილებელია დახუჭოთ თვალი მათ ნაკლზე. გაითავისეთ, რომ  მათი დაფასებით თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან ასიამოვნებთ და უფრო მეტად დაუახლოვდებით.

  1. არ იცინით ერთად ბევრს

სიცილი ყველაზე მშვენიერი რამ არის ქვეყნად. იცინეთ ბევრი, თუნდაც უმიზეზოდ. სიცილი ხომ ბედნიერების პირველი ნიშანია.

  1. არ ცდილობთ ახალი რამეები აკეთოთ ერთად

ნუ გადააქცევთ ურთიერთობას ერთფეროვნად. ეძებეთ ახალი თავგადასავლები, შეიქმენით საერთო მოგონებები.

  1. არ ხართ ბოლომდე ღია და გულწრფელი

იცოდეთ, არაფერი უნდა იყოს დაფარული საყვარელ ადამიანებს შორის. ღიად გამოხატეთ გრძნობები, ემოციები, წყენა. რაც უფრო გულწრფელი იქნებით, მეტად დაგაფასებთ თქვენი საყვარელი ადამიანი.