მთავარი საკითხავი 9 ქალური ჩვევა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები

9 ქალური ჩვევა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები

by guramus

ქალური ჩვევები სუსტ სქესს წარმოუდგენლად მიმზიდველად აქცევს საპირისპირო სქესის თვალში. არსებობს მომენტები, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები.

 1. რა საჭიროა 10 სმ სიგრძის ფრჩხილები?

არ არსებობს ქვეყნად მამაკაცი, რომელიც მიხვდება რა საჭიროა 1 დეციმეტრის სიგრძის ფრჩხილი. მის გასაზრდელად თვეობით ლოდინი და 1 კვირიანი გლოვა ფრჩხილის მოტეხვის დროს.

 2. წარბების გაპუტვა

ყველა მამაკაცს აინტერესებს რატომ იძრობენ პინცეტით ქალები წარბებს, რათა შემდგომ ფანქრით დაიხატონ.

 3. მაკიაჟის საიდუმლო

რა საჭიროა 1 კილო ტონალური სახეზე ან წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა?

 4. რატომ აღებენ პირს ქალები, როცა თვალებს იღებავენ

კიდევ ერთი გამოცანა მამაკაცებისთვის, რომელიც ძალიან ამხიარულებთ. პასუხი კი მარტივია. მაკიაჟის გაკეთება ასე უფრო კომფორტულია.

 5. უზარმაზარი ჩემოდანი

3 დღით დედასთან წასასვლელად რა საჭიროა 4-ვე სეზონის 10-10 წყვილი ტანსაცმლის წაღება?

 6. თხელი კოლჰოტით ყინვაში სიარული

მამაკაცები, თავიანთი ბანჯგვლიანი ფეხების მიუხედავად, ყინვაში კბილს-კბილზე აცემინებენ. მაშინ, როდესაც გოგოებს შეუძლიათ მოკლე კაბითა და თხელი კოლჰოტის ამარა გავიდნენ გარეთ.

7. გამუდმებული უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით

ბიჭების 63% არა მარტო ვერ იგებს ამას, არამედ საშინლად ღიზიანდება, რატომ არიან ქალები გამუდმებით უკმაყოფილონი საკუთარი გარეგნობით…

8. მზადება წასასვლელად

მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ სჭირდებათ ქალებს 1 საათი მოსამზადებლად.

9. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

დაბოლოს, ქალის და კაცის კლასიკური განსხვავება – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. კაცები ვერასოდეს გაიგებენ, თუ როგორ ახერხებენ ასე ვირტუოზულად ქალები 12 სმ-იანი “შპილკებით” ესკალატორზე ასვლას, ქვაფენილზე სიარულს, თავისუფლად მანევრირებას მეტროს გასასვლელებში და ა.შ. ამის გაკეთებას ქალების გარდა ნამდვილად ვერავინ შეძლებს.