მთავარი ურთიერთობები რატომ ვერ უგებენ ქალები და კაცები ერთმანეთს?

რატომ ვერ უგებენ ქალები და კაცები ერთმანეთს?

by guramus

ქალები და კაცები სხვადასხვანაირად აზროვნებენ. მამაკაცების ტვინი უფრო მარტივად არის მოწყობილი, ვიდრე ქალების.

კაცის ტვინში იდეალური წესრიგია. მას ყველაფერი დალაგებული აქვს და ფიქრებს საკუთარი ადგილი გააჩნიათ. სპორტზე ფიქრები ერთ ალაგას აწყვია, ქალებზე – მეორე, სექსზე – მესამე და ა.შ.

ისინი ყველაფერს თავის ტვინის “ყუთებში” ინახავენ და როცა შეკითხვას უსვამთ, გონება ხსნის კონკრეტულ ყუთს და გპასუხობთ. სწორედ ამიტომ ისინი მხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს იძლევიან. კონტექსტის არ ესმით.

ქალებთან ყველაფერი სხვანაირად ხდება. მათ ტვინში ერთმანეთზე გადაბმული ფიქრების მავთულის უზარმაზარი გორგალია. აზრები მანქანის, სამსახურის, ბავშვების, დედის, ქმრის შესახებ ერთმანეთთან არის კავშირში. ამის გამო, ქალების ფიქრის პროცესი უზარმაზარ მაგისტრალს ჰგავს და ამ ყველაფერს ემოციები მართავს. ამის გამო, ქალებს ყველაფერი ახსოვთ. შეუძლიათ აიღონ ერთი შემთხვევა, ჩართონ ემოციები და ყველაფერი დააკავშირონ ამასთან.

ქალის შეკითხვა გორგლიდან გამოჩრილი ერთი ბოლოა, რომელსაც უკან ყველა საკითხი აქვს მობმული, კაცი კიდევ ერთ ყუთში იქექება და პასუხს ვერაფრით პოულობს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: