მთავარი ურთიერთობები რას არ გაპატიებთ მამაკაცი არასოდეს?

რას არ გაპატიებთ მამაკაცი არასოდეს?

by guramus

თუ გგონიათ რომ საყვარელი მამაკაცი ყველაფერს გავატიებთ, ძალიან ცდებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძლიერი და მტკიცე ხასიათის უკან მგრძნობიარე პიროვნება იმალება. ამიტომ გაეცანით ქალთა “ცოდვებს”, რომლებსაც მამაკაცი ვერასდროს გაპატიებთ.

ღალატი

ყველა მამაკაცი საშინლად მესაკუთრეა. ამიტომ იმის გაფიქრებაც კი, რომ საყვარელ ქალს სხვა მამაკაცი შეეხო, უბრალოდ აცოფებთ მათ. გარდა ამისა, ღალატით თქვენ მის ღირსებას ლახავთ.

სხვა მამაკაცებთან შედარება

არც გაბედოთ საყვარელი მამაკაცის სხვასთან შედარება. მისთვის სხვასთან შედარება გულში ლახვარის ჩაცემას უდრის. თქვენთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოს.

მატერიალური დაინტერესება

ნუ ჩათვლით მას ამოუწურავ საფულედ. არ სთხოვოთ გიყიდოთ ძვირადღირებული საჩუქრები. მისთვის მნიშვნელოვანია ის გიყვარდეთ და არა მისი ფული.

დაცინვა

არცერთ შემთხვევაში არ დასცინოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მიგაჩნიათ სასაცილოდ. მისი ოცნებები თუ სხვა რამ. მამაკაცისთვის აუცილებელია საყვარელ ქალს უყვარდეს და სწამდეს მისი.

მისი დედისა და მეგობრების შეურაცხყოფა

დაიმახსოვრეთ მარტივი ჭეშმარიტება. დედა ერთადერთია და შეუცვლელი. როგორი ცუდი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ დედამთილთან, არ გაბედოთ მეუღლესთან ამის თქმა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: