მთავარი ურთიერთობები 9 ნიშანი იმისა, რომ შვილს სწორად ზრდით

9 ნიშანი იმისა, რომ შვილს სწორად ზრდით

by guramus

ბავშვის ფსიქიკა ცოტა არ იყოს რთულია. მისი არასწორი აღზრდა დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანს. ასე რომ ნებისმიერმა მშობელმა უნდა იცოდეს ის ელემენტარული წესები რაც დაეხმარებათ შვილის სწორად აღზრდაში.

1. ბავშვი დროის 90% ბედნიერია – ეს ბავშვის ფსიქიკასა და გონებაზე ძალიან კარგად მოქმედებს. მოაწყვეთ ხშირი გასვლები პარკებში, ზოოპარკში, სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი.
2. ის უწილადებს სხვა ბავშვებს თავის სათამაშოებს – მისი ასეთი საქციელი მზრუნველობის გამოხატულებაა. სურს რომ მასთან ერთად ითამაშონ სხვებმაც, ან დაეხმაროს მას ვისაც სათამაშო არ აქვს. თქვენც აქტიურად ჩაერთეთ მის თამაშებში, ეს უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს ურთიერთობას.

3. ბავშვი შეხსენების გარეშე ამბობს სიტყვებს “თუ შეიძლება – ეს არ მოგეჩვენოთ უბრალო ქცევა, ეს უფრო დიდ რაღაცას ნიშავს. თუ თქვენი შვილი შეხსენების გარეშე ეთიკის ნორმებს იცავს, მაშინ გილოცავთ, თქვენ ნამდვილად სწორად ღზრდით თქვენ შვილს.

4. ბავშვი თავის პრობლემას თქვენ უფრო გიზიარებთ, ვიდრე სხვას – ასეთი საქციელი გამოხატულია იმით რომ თქვენი შვილი თქვენ უფრო გენდობათ ვიდრე სხვებს. ეს ნორმალურიცაა, მაგრამ იშვიათია.

5. გიხმობთ თავისთან მაშინ, როცა ცუდ სიზმარს ნახულობს – რა თქმა უნდა ბავშვი რომელიც ცუდ სიზმარს ნახავს, შეშინებული მშობელს უძახის. მას თქვენი იმედი აქვს.

6. თქვენ არასოდეს გადიხართ სახლიდან ისე, რომ არ ჩაეხუტოთ მას – ჩახუტებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ყოველ დილით, ყოველი სახლიდან გასვლის დროს აუცილებლად ჩაეხუთეთ საყვარელ ადამიანებს.

7. თქვენ, პირველ რიგში, ბავშვისთვის ხართ დედა, ხოლო შემდეგ – მისი მეგობარი – ბევრი დედა ცდება და შვილთან მიამრთებაში მეგობრობას წევს პირვლე პლანზე, მაგრამ ეს შეცდომაა. შვილისთვის ჯერ დედა ხარ და შემდეგ მეგობარი. ეს თქვენს შვილს უნდა გააგებინოთ.

8. ხანდახან ბავშვს შეუძლია გულახდილად გითხრათ, რომ თავი მოაბეზრეთ – ბავშვის უფლება უნდა მისცეთ თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს აბეზრებთ. მისი ასეთი საქციელი არ უნდა გეწყინოთ, რადგან იგი საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირებას ისწავლის, ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერ დროს.

9. მაგრამ ბევრად ხშირად გეუბნებათ, რა ძლიერ უყვარხართ! – თუ თქვენი შვილი გამუდმებით გიმეორებთ რომ ძალიან უყვარხართ ეს ძალიან უნდა დააფასოთ. მისი ასეთი საქციელი უბრალოდ სიტყვები არაა. ის ნამდვილად განიცდის თქვენს მიმართ ნამდვილ სიყვარულს და დაუფარავად გეუბნებათ ამის შესახებ.