მთავარი ურთიერთობები 5 რამ, რაც საყვარელ ადამიანს არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ – ისევ თქვენს საკეთილდღეოდ

5 რამ, რაც საყვარელ ადამიანს არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ – ისევ თქვენს საკეთილდღეოდ

by guramus

მყარი ურთიერთობისთვის არსებობს გარკვეული დაუწერელი წესები, რომლეთა დაცვაც გააძლიერებს თქვენს სიყვარულს და კონფლიქტებს აგარიდებთ თავიდან. გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ განსაზღვრულ 5 წესს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ისევ თქვენს სასიკეთოდ.

არ შეიბრალოთ

უნდა გაითავისოთ, რომ იგი ბავშვი აღარ არის და დიდი ხანია გაიზარდა. შებრალება ბევრს სისუსტედ მიაჩნია და უარყოფითი რეაქცია აქვს. მოუსმინეთ ყურადღებით, თანაგრძნობით მიუდექით, მაგრამ ნუ შეგებრალებათ. ეს შეცდომაა.

არ მისცეთ ფული

– სანამ თავად არ გთხოვთ. მიეცით საშუალება თავად იბრძოლოს საკუტარი და ოჯახის კეთილდღეობისთვის.

ნუ მიუძღვნით ძვირფას საჩუქრებს

თქვენი გრძნობები რეალური უნდა იყოს და არა ფუფუნების საგნებზე დამყარებული. რაც უფრო მარტივი და სუფთა გრძნობა გექნებათ ერთმანეთის მიმართ, უკეთესია.

ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა

არ მოაბეზროთ თავი უაზრო კომპლიმენტებით. დამიჯერეთ, მაშინვე იგრნობა რომ ყალბია თქვენი შექება. ნურც ტვინს გაუბურღავთ და ნურც ზედმეტ ლოლიავს დაუწყებთ.

ნუ გააზარმაცებთ

ოჯახში ყველამ თავისი შესაფერისი საქმე უნდა აკეთოს. ნათურა მამაკაცმა უნდა გამოცვალოს, ისევე როგორც მძიმე ავეჯი გადაადგილოს. სამზარეულოს საქმე კი ქალის საქმეა. თავიდანვე შეთანხმდით რომ ორივეს თქვენი მოვალეობები გექნებათ. ყველაფრის თქვენს თავზე აღებით საყვარელ ადამიანს გააზარმაცებთ.