რა სწყინთ ქალებს მამაკაცებისგან ყველაზე მეტად?

by guramus

ყველა ქალში იმალება ბავშვური თვისებები. უბრალოდ ხშირად ისინი არ ამჟღავნებენ და საქმიანი ქალის იმიჯით ფუთავენ. მხოლოდ რჩეულ მამაკაცებს აძლევენ ნებას დაინახოთ მათი სუსტი წერტილები.

ბავშვს კი სითბო, ყურადღება, მოფერება სჭირდება და თუკი ამას ვერ იღებს, უკეთეს შემთხვევაში იბუტება, უარესში – აგრესიას ავლენს.

ჭკვიანი ქალები მეორე ვარიანტს გამორიცხავენ და პირველს სჯერდებიან. თუმცა მათზე უფრო ჭკვიანები ცდილობენ საერთოდ წაუყრუონ წყენას. …ეჰ, კი ცდილობებ, მაგრამ გამოსდით, რო?!

მამაკაცებო, გთავაზობთ მცირე სიას იმის შესახებ, თუ რა სწყინთ ყველაზე მეტად ქალებს.

 

 1. რომ გირეკავთ და არ პასუხობთ

ქალი ამ დროს ათას საშინელებას ფიქრობს. იქნებ სხვასთან ხართ? სულ დაივიწყეთ და არც გახსენდებათ და ა.შ. აუცილებლად უპასუხეთ, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ.

 2. არ გახსოვთ მნიშვნელოვანი დეტალები ურთიერთობიდან

თუ ქალი გეკითხებათ პირველად როდის აკოცეთ და არ გახსოვთ, ჩათვალეთ რომ გამოცდა ვერ ჩააბარეთ და მის შესარიგებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. ქალები ხომ თვეს, რიცხვს, სიტუაციას ზედმიწევნით ზუსტად იმახსოვრებენ.

 3. არ ითვალისწინებთ მის რჩევებს

ქალი ბუნებით მზრუნველია და ცდილობს დედობრივი მზრუნველობა გამოავლინოს საყვარელი მამაკაცის მიმართ. ამიტომ ის ხშირად გაძლევთ შენიშვნებს, გთხოვთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას. თქვენ არც კი უსმენთ. ეს ქალს ძალიან სწყინს და აღიზიანებს. დაფიქრდით, იქნებ მართლაც უკეთესია მოწევას თავი დაანებოთ ან 3 კათხა ლუდის ნაცვლად 2 დალიოთ?

ასევე დაგაინტერესებთ