რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

by guramus

ამ დღეს მაცხოვარი ჯვარს აცვეს იერუსალიმში, ამიტომ ეწოდა მას წითელი პარასკევი. ეს დღე მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე აიყვანა.

მამა გიორგი სანამაშვილი ამბები.ჯი-სთან საუბრისას განმარტავს:

“ამ პერიოდში ადამიანმა უნდა იმარხულოს, მეტად განეკრძალოს ლოცვისკენ… საერთოდ, ადამიანებს დაბურული გვაქვს გონების თვალი და ვერ ვამჩნევთ, რას ვაკეთებთ და რას – არა. ზოგჯერ ისეთი მზაკვრობა და ბოროტებაც კი შეიძლება წარმოიდგინოს და ჩაიდინოს, თვითონაც კი არ სჯეროდეს ის, მისი ნამოქმედარია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ “ნუ სიმთვრალითა და სიმღერითა, ნუ ლაღობითა და დროის ტარებითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვუისთა ფსალმუნითა და შესხმითა… სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა უფალს”. დიახ, რაც ყოფას შეეეხება, აი, ეს არ უნდა გავაკეთოთ…

ეს დღე კიდევ ერთხელ დასაბამი უნდა იყოს იმის, ადამიანის გონება დაფიქრდეს, მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმისთვის, რომ არ გააკეთოს ის, რაც ღვთის მცნებებშია მოცემული (არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა კაც კლა…) დიახ, ამის ფართო გაგებით და არა ისე, ზოგიერთს რომ ჰგონია, კაცი არ მომიკლავს და სხვა რა ცოდვა უნდა მქონდეს?! არადა, გონებაში ხშირად გვიმრუშია, კაციც მოგვიკლავს, ალბათ თუ დავფიქრდებით, ჩვენზე ცოდვილი ადამიანი არც დადის. ის კი არა, პავლე მოციქულმა თქვა, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. ეს გააცნობიერა მოციქულთა თავმა, წმინდა პეტრემ და ჩვენ რაღა გვეთქმის? გვეთქმის ის, რომ ცოდვილები ვართ და ცოდვილთაგან უპირველესები. ამიტომ არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა… ლოცვას არ უნდა მოვწყდეთ”.

0

ასევე დაგაინტერესებთ