მთავარი საკითხავი 19 ფაქტი, რაც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უნდა იცოდეთ

19 ფაქტი, რაც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უნდა იცოდეთ

by guramus

ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ფეხბურთის ვარსკვალვების სახელი და გვარები კი იცის ყველამ.

ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ.

  1. მისი ვრცელი სახელია – კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეირო. ვარსკვლავმა სახელი კარიერის დასაწყისში შემოიკლა.
  2. არის პორტუგალიელი. დაიბადა მადეირაში, 1985 წლის 5 თებერვალს.
  3. მამამისმა სახელი ამერიკის ექს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საპატივსაცემოდ შეურჩია.
  4. კრიშტიანუმ კარიერა პორტუგალიურ კლუბში დაიწყო, სადაც მამამისის სურვილით მოხვდა.
  5. რონალდუ იყო ფიზიკურად სუსტი, ამიტომ ბავშვობაში გუნდელები “მტირალა ბავშვს” ეძახდნენ.
  6. 14 წლის ასაკში კრიშტინუმ მასწავლებელს სკამი ესროლა. მოგვიანებით, ავტობიოგრაფიულ წიგნში ახსნა, რომ მისი ოჯახის საჯარო შეურაცხყოფა ვერ მოითმინა.
  7. მოზარდობის ასაკში იყო ევროპული გრანდების სინჯებზე. მაგრამ ყველა მათგანმა ფიზიკური სისუსტის გამო უარი უთხრა.
  8.  მასში მანჩესტერ იუნაიტედმა 2003 წელს12 მილიონი ევრო გადაიხდა. ეს თანხა კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდულია.
  9. 2008 წელს ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
  10. მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს სანაცვლოდ  131 მილიონი დოლარი გადაუხადა.
  11. კრიშტიანუ რონალდუს სუროგატი დედისგან ჰყავს შვილი, რომელსაც თავადვე ზრდის.
  12. სტივენ ჯერარდის, პელეს და დევიდ ბექემის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ გახდა მეოთხე ფეხბურთელი, ვისი ცვილის გამოსახულებაც მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდგა.
  13. 2010 წლიდან კრიშტიანუ რონალდუ იყო ცნობილი რუსი ტოპ მოდელის, ირინა შეიკის ბოიფრენდი.
  14. კრიშტიანუს აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია – “Cristiano Ronaldo Moments.” წიგნი 2007 წლის დეკემბერში ჩაეშვა გასაყიდად.
  15. პორტუგალიაში არის მისი სახელობის მუზეუმი – ” Museu CR7,” რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ცენტრად იქცა.
  16. 2012 წელს რონალდუმ გაყიდა ჯილდო – ოქროს ბუცი და  გამომუშავებული 2 მილიონი მთლიანად საქველმოქმედო ხარჯებს მოახმარა.
  17. კრიშტიანუს არ აქვს ტატუ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განმარტა,  რომ პერიოდულად საკუთარი სისხლით ეხმარება მათ, ვისაც იმ მომენტში სჭირდება და ტატუს საჭიროებას ვერ ხედავს.
  18. კრიშტიანუ რონალდუ ცნობილმა ბრენდებმა საკუთარ სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ის არის ჯინსების, შამპუნების და ჩიფსების სახეც კი.
  19. კრიშტიანუ რონალდუ 2016 წლის ზაფხულს ევროპის ჩემპიონი გახდა, სადაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს თავადვე უკაპიტნა.