მთავარი საკითხავი წიგნები, რომლებიც წაკითხული უნდა გქონდეს

წიგნები, რომლებიც წაკითხული უნდა გქონდეს

by guramus

გავრცელებულია მოსაზრება, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი წიგნი, არსებობს კარგი და ცუდი მკითხველი. ამჯერად არ დავიწყებთ მოსაბეზრებელ საუბარს წიგნის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. შემოგთავაზებთ  იმ მცირე ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული.

 

“მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი

 

რას წერს მარკესი ისეთს, რაც სხვა მწერლებმა ვერ თქვეს? რითაა საინტერესო მისი შემოქმედება და რატომ ამბობენ, რომ კოლუმბიელი მწერალი უნიკალურია, როცა მაკონდოში, ერთ ღვთისგან მივიწყებ სოფელში ჩვეული ცხოვრებაა. ბუენდიების გვარის წარმომადგენლები არიან შეყვარებულნი, მათაც სძულთ, ისინიც შრომობენ და განიცდიან…

 

 

“მექანიკური ფორთოხალი” – ენტონი ბერჯესი

ენტონი ბერჯესი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანში ფიქრისთვის შთამაგონებელ ფრაზას ტოვებს: “მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.”

 

 

“აპრილის ჯადოსნობა” – რეი ბრედბერი

 

გიფიქრიათ რა შემთხვევაშია სიყვარული თავიდანვე განწირული?

რეი ბრედბერი განწირულ სიყვარულზე გვიყვება, მაგრამ პარალელურად ცდილობს დაგვანახოს, რატომაა ეს გრძნობა საუკეთესო.

 

 

“99 ფრანკი” – ფრედერიკ ბეგბედერი

 

წიგნი ერთ სარეკლამო მენეჯერზე მოგვითხრობს, რომელიც, პრინციპში, წარმატებულ პიარ კამპანიას ეწევა. მას აქვს ყველაფერი: საკუთარი საქმე, შემოსავალი, ქალები და კოკაინი. ნაწარმოების მთავარი გმირის რუტინული ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც სარეკლამო მენეჯერს საკუთარი კოპანიის ყველაზე ლამაზი თანამშრომელი შეუყვარდება და ახალ შეთავაზებას მიიღებს კიდევ უფრო წარმატებული კომპანიიდან. აღმოჩნდება კი ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი?

 

 

“ტრიუმფალური თაღი” – ერიხ მარია რემარკი

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ზემოხსენებულმა წიგნმა ყველა რეკორდი მოხსნა: გახდა ბესტსელერი, იქცა კრიტიკის მთვარ ობიექტად, მოექცა ყურადღების ცენტრში და მასზე საუბარი დაიწყო ყველამ.

წიგნის მთავარ პერსონაჟს, რავიკს, ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. იცით, როგორ განვითარდება მოვლენები?

 

 

 

“თამაში ჭვავის ყანაში” – ჯერომ დევიდ სელენჯერი

 

მოზარდობა, პრობლემები, მარტოობა, გაურკვევლობის შიში. ჯერომ დევიდ სელენჯერი ყველასათვის ნაცნობ პრობლემაზე გვიყვება.

 

 

“ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

უცნაურია, მაგრამ მხოლოდ მწერლის გარდაცვალების შედეგ იხილა დღის სინათლე მსოფლიო შედევრმა. სიკეთე, ბოროტება, მათ ქიშპი და გაუთავებელი ჭიდილი. მწერალი ადამიანის ბუნების ყველაზე სუსტ მხარეებზე მოგვითხრობს.

 

 

“ნისლი” – სტივენ კინგი

 

წიგნი  სიბნელეში მოპარულ კოცნას გავსო: ” მოითმინე, ერთი წუთით. მინდა, გელაპარაკო … და მერე გაკოცებ. მოითმინე.”

 

 

“ქალები” – ჩარლზ ბუკოვსკი 

 

“მწერლობას ვცდილობდი. ჩემს პირველ რომანს ვწერდი და შიშისგან ყოველ ღამე ერთ პინტაზე (ნახევარი ლიტრი) მეტ ვისკისა და ექვს ბოთლ ლუდს ვყლურწავდი. ამდენი ცხოვრებაში არ მისვამს. გარიჟრაჟამდე იაფ სიგარებს ვეწეოდი, საბეჭდ მანქანას ვატკაცუნებდი და რადიოში კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი. ღამეში ათი გვერდის დაწერა მქონდა დასახული, მაგრამ დილამდე ვერ ვიგებდი რამდენი გამომდიოდა, დილას კი ჯერ გულს ავირევდი, მერე წინოთახში ვბრუნდებოდი და ტახტზე დაყრილ ფურცლებს ვითვლიდი. როგორც წესი, ათ გვერდზე მეტი მხვდებოდა. ზოგჯერ ჩვიდმეტიც, თვრამეტი, ოცდასამი, ან ოცდახუთი. რასაკვირველია, ყოველი ღამის ნამუშევარი გასასწორებელი და გასაწმენდი იყო, ან სულაც გადასაყრელი. ჩემი პირველი რომანის დაწერაზე ოცდაერთი ღამე დამჭირდა.”

“შენ უნდა სძლიო სიკვდილს” – დიმფნა კიუსაკი

ამბობენ, რომ გერმანელი მწერლის რომანი ძალიან წააგავს ერიხ მარია რემარკის “სამ მეგობარს.” ფსიქოლოგიური დრამა, სიყვარული, დაძაბული მომენტები და ბრძოლა გადარჩენისთვის – ნაკლებად ცნობილი რომანის მთავარი ამბებია.

“არავის უთხრა” – ჰარლან ქობენი

არავის უთხრათ, მაგრამ წიგნის მთავარი პერსონაჟის სიყვარული გარდაცვლილი  ცოლისადმი ყველა ზღვარს სცდება. ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია…თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: “არავის უთხრა!”

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: