მთავარი ჯანმრთელობა 4 ყველაზე ეფექტური დიეტა

4 ყველაზე ეფექტური დიეტა

by guramus

ზაფხული ახლოვდება და შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გაათმაგებული ძალებით სურს, რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში. ამჯერად გთავაზობთ 4 ყველაზე ეფექტურ დიეტას, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი ფორმა.  რაც ყველაზე მთავარია, ამ დიეტების მეშვეობით, ვერ იგრძნობთ შიმშილის აუტანელ განცდას.

  • ვაშლის დიეტა 

1 დღე – 1 კგ. ვაშლი;

2 დღე – 1,5 კგ. ვაშლი;

3 დღე – 2 კგ. ვაშლი;

4 დღე – 2 კგ. ვაშლი;

5 დღე – 1,5 კგ. ვაშლი;

6 დღე – 1 კგ. ვაშლი;

დღეში 2-ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი და შავი პურის ორცხობილა მცირე რაოდენობით.

 

  • ზარმაცების დიეტა

საუზმე: ა) 30 გ. ფანტელი რძით ; ბ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, შემწვარი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი; გ) ბანანის სენდვიჩი: ერთი ნაჭერი მსხვილად ნაფქვავი პური, ბანანის ერთი ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან რბილი ყველი; გ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, (თხლად წასმული მარგარინით), ერთი თოხლო კვერცხი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.

სადილი: ა) სალათის დიდი პორცია, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი ქათმით (50 გ. ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გ. გახეხილი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი; ან 75 გ. ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კიტრი); ბ) 200 გ. კარტოფილი ,,მუნდირში’’, შერეული სალათის დიდი პორცია, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გ. მოხარშული ლობიო და 25 გ. ყველი.

ვახშამი: ა) ნებისმიერი დაბალკალორიული საკვები, შერეული სალათის დიდი პორცია; ბ) 150 გ. ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გ. შემწვარი, ან ,,მუნდირში’’ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეული; გ) 75 გ. მაკარონი კონსერვირებული პომიდორის სოუსით, ან 100 გ. მოხარშული ქათამი (ქათმის წვნიანთან ერთად), ან 75 გ. უცხიმო ლორი (ერთი ჭიქა იუგურტითა და სანელებლებით), ბოსტნეულის, ან ხილის სალათი.

  • ებრაული დიეტა

თევზი – მხოლოდ მწვანე ბოსტნეულთან. მწვანე ბოსტნეული – ცილებთან და სახამებელთან. რძე – დამოუკიდებელი საკვებია. ასევე დამოუკიდებელი საკვებია მჟავე ხილი. ცხიმების გამოყენება შეიძლება მარცვლეულისა და მწვანე ბოსტნეულის საკვებში. დასალევად უმჯობესია სუფთა წყალი (გაფილტრული, ადუღებული) მინერალური მინარევების გარეშე. წვენებს, რძესა და კეფირს სპეციალისტები ცალკე საკვებს მიაკუთვნებენ.

დილით, უზმოზე: ერთი ჩ/კოვზიდან ერთ ს/კოვზამდე ზეითუნის ზეთი. 15 წუთის შემდეგ: ერთი ჭიქა იოგურტი, ან კეფირი. პირველი საუზმე: ბოსტნეულის სალათი, შვრიის ან წიწიბურას ფაფა, ბარდა, სიმინდი, ხაჭო,თოხლოდ მოხარშული კვერცხი (დღეგამოშვებით), უშაქრო ჩაი (უმჯობესია მწვანე).

მეორე საუზმე (12:00-12:30): 200-300 გ. ხილი (ტკბილი არა).

სადილი (14:30-15:00): ბოსტნეულის სალათი, ვინეგრეტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული ხორცი (მოხარშული, ან შემწვარი თევზი); ერთი ნაჭერი შავი პური, შემწვარი ვაშლი.

სამხარი (18:00-18:30): 300 გ. ხილი (ტკბილი არა).

ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, ან იოგურტი; ხილის ნარევი (ასეთი ნარევი სასარგრბლოა მათთვის ვისაც პრობლემა აქვსკუჭის მოქმედებასთან). ნარევის მომზადების წესი: თანაბარი რაოდენობით დააქუცმაცეთ გამხმარი ფინიკის, გარგარის, შავი ქლიავის ჩირი და ნიგოზი (ამ სამკურნალო ნარევს შეიძლებადააყოლოთ წყალი ან ჩაი).

  • ჰაუზერის დიეტა

დიეტას ახასიათებს დაბალი კალორიულობა (1000 კალორიაზე ნაკლები), მაგრამ ცილებისა და ვიტამინების საკმარისი რაოდენობით. ამიტომ განტვირთვის დღე კვირაში 1-2 ჯერ ტარდება.

საუზმე: ნახევარი ჭიქა უშაქრო ხილის წვენი, 1 კვერცხი და ყველის პატარა ნაჭერი, მოხარშული ხორცის პატარა ნაჭერი, 50 გრამი პური, უშაქრო ჩაი ან ყავა.

ან საუზმე: ბოსტნეულის სალათა, დამდნარი ყველი ან ერთი კვერცხი, პატარა პურის ნაჭერი, არატკბილი ხილი – შეუზღუდავად. ერთი ჭიქა ჩაი ან მაწონი. სადილი: ხილის ან ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით. ხორცის (თევზის) კერძი გარნირის გარეშე. სხადასხვა ხილი (ოღონდ ტკბილი არა). დასაშვებია ვეგეტერიანული სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.

ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძის, ან ნებისმიერი სხვა რძის ნაწარმის (მაწონი, კეფირი).