მთავარი ურთიერთობები რჩევები: როგორ მოვახდინოთ ეფექტი მოსაუბრეზე პირველივე წამიდან?

რჩევები: როგორ მოვახდინოთ ეფექტი მოსაუბრეზე პირველივე წამიდან?

by guramus

კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მის გარეშე არცერთი ურთიერთობა არ შედგება და ეს ბუნებრივიცაა, ინფორმაციის მიღება-გაცვლის შესაძლებლობის გარეშე ადამიანს ცხოვრება რთულად წარმოსადგენია.

როგორი უნდა იყოს ეფექტური კომუნიკაცია? პასუხს სტატიაში წაიკითხავთ. რჩევები ფსიქოლოგების დასკვნების შედეგად ჩამოყალიბდა.

  • მიესალმეთ: ნუ დაგავიწყდებათ, რომ საუბარი დადებითი განწყობის გარეშე უბრალოდ ვერ შედგება. ამიტომაც, ჯანსაღი კომუნიკაციის წარმართვისთვის აუცილებელია მცირე დეტალების გათვალისწინება. თუ კომუნიკაცია შემთხვევით შედგა, ვერაფერს იზამთ, მაგრამ თუ ამ ამბისთვის წინასწარ ემზადებოდით, მაშინ მისალმება ნუ დაგავიწყდებათ.
  • უყურეთ თვალებში: ნუ მოგერიდებათ თვალებში ყურების. როცა საუბრობთ და მოსაუბრეს თვალებში უყურებთ, თქვენი მეტად სჯერა. ამბობენ, რომ თვალები არასოდეს იტყუებიანო. ასეც არის. თუ თქვენ ნამდვილად გულწრფელი ხართ, ის ამას აუცილებლად შენიშნავს.
  • ხშირად გაიღიმეთ: ემოციების კონტროლი რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოთოკოთ თქვენი განცდები. პირიქით, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მომღიმარ მოსაუბრეს ხედავ. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია შედგა.
  • იყავით თავდაჯერებული: მოსაუბრემ უნდა დაინახოს, რომ თქვენ რაზეც საუბრობთ, იმ ამბის თავადაც გჯერათ. ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტი მოგივიდეთ. უბრალოდ, იყავით ისეთები, როგორიც ყოველთვის ხართ.
  • დაინტერესდით: კომუნიკაციის დროს ორივე მხარის ჩართულობა თანაბრადაა აუცილებელი. ილაპარაკეთ, მაგრამ ილაპარაკეთ ზომიერად და მოუსმინეთ მასაც. გაიგეთ რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს და საკითხს რამდენად ემოციურად უდგება.
  • უსმინეთ ყურადღებით: თუ ნამდვილად გსურთ მოსაუბრეზე შთაბეჭდილების მოხდება, გულდასმით მოუსმინეთ მას. მიმიკების და ემოციების დახმარებით შეგიძლიათ უჩვენოთ, რომ იმ მომენტში, თქვენთვის მის გარდა არავინ არსებობს.
  • იყავით პოზიტიურები: უჩვენეთ, რომ ყველა საკითხს შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარე და ეს მთლიანად ადამიანებზეა დამოკიდებული.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: