მთავარი ურთიერთობები მამაკაცების 5 ტიპი, რომლებიც გაგიჟებით გვიყვარდება

მამაკაცების 5 ტიპი, რომლებიც გაგიჟებით გვიყვარდება

by guramus

როდესაც ვიღაც გიყვარს, გარშემო მასზე უკეთესი არავინაა. თითქოს სიყვარული გაბრმავებს და ვერაფეს სწორად ვეღარ აფასებ. როდესაც გადაიყვარებ და დაფიქრდები გაგიკვირდება, იტყვი ეს რამ შემაყვარაო. დარწმუნებული ვარ ასეთი სიყვარული ნებისმიერ ქალს აქვს გამოცდილი. Genius.ge წარმოგიდგენთ 5 ყველაზე პოპულარულ ტიპაჟს, რომლებიც გვინდა თუ არა გაგიჟებით გვიყვარდება.
კლასელი-ხულიგანი – ასეთი ბიჭები ყველა გოგოს ოცნებად იქცევიან ხოლმე. “აუღებელი ციხესიმაგრე” რომელიც წესებს არ ემორჩილება და სურს ყველაფერი იყოს ისე როგორც მას სურს. ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომ მასწავლებლებს თმებს უთეთრებს. დირეტორი კი მის გარიცხვაზე ფიქრობს. ამავდროულად საოცრად ნიჭიერი, მისი ხულიგნობების მრავალფეროვნებით კლასელები შოკში ვარდებიან.
დაქალის ძმა – ადამიანი რომელმაც შენზე ყველაფერი იცის, თქვენი ნებისმიერი საიდუმლო. როდესაც გვერდში დგომა დაგჭირდებათ, ის აუცილებლად დაგიცავთ.
“მაჩო”– ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ქალები გარს ეხვევიან. ტიპიური თავდაჯერებული “მაჩოა”. მან იცის რა სურს, აფასებს თავის თავს და ქალებსაც ძალიან მარტივად აკარგვინებს თავს.
მეგობარი “ფეისბუკიდან” – ადამიანი რომელიც ყოველთვის მხიარულია. აქვს აურაცხელი რაოდენობით ლაიქები მის ფოტოებს. ღამე კი ერთმანეთში მიმოწერით ირთობთ თავს.
ცოლიანი – ის მუდამ წუწუნებს, თუ როგორ არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. მეულესთან მხლოდ ბავშვის გამოა. ოცნებობ თქვენთან ყოფნახე მაგრამ ვერ ცილდება ოჯახს, რადგან ასე მარტივად ყველაფერს ვერ მიატოვებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: