მთავარი საკითხავი როგორ არ უნდა მოვიქცეთ საფლავზე გასვლისას

როგორ არ უნდა მოვიქცეთ საფლავზე გასვლისას

by guramus

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია.

უწმინდესმა საფლავთა კურთხევის დღედ აღდგომის მეორე დღე, ორშაბათთი დააწესა. ამ დღეს დიდუბობა ჰქვია. გარდა ამისა, კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საფლავზე გასვლისას ღრეობა არ შეიძლება. ხშირად გვინახავს მწვადის შამფურებითა და 20 ლიტრიანი დოქით მიმავალნი საფლავებისკენ, რაც  დაუშვებელია.

სამწუხაროდ, საფლავზე ღრეობის შემდეგ ხშირად ტოვენ ნაგავს ადგილზე, რაც მიცვალებულისა და საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ეს ყველაფერი ცოდვაა და ადამიანის უკიდურესი გაუკუღმართება.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: