გამუდმებით ტრიალებს კითხვა “რა სურთ ქალებს?, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი. ზოგიერთმა ქალმა თვითონაც არ იცის, რა სურს. ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით ქალებს და აქვთ ზემოთ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხიც.
სასწორი – ზოდიაქოს ნიშნის ეს თვისება მისი მმართველი პლანეტის, ვენერას დამსახურებაა. სასწორი მამაკაცი არასდროს უსაყვედურებს ქალს შოპინგის ან ჩაცმულობის გამო. სასწორი მამაკაცი საუკეთესო რჩევეს აძლევს საყვარელ ქალს გარეგნობასთან დაკავშირებით. მას შეუძლია ურჩიოს, თუ როგორი ვარცხნილობა მოუხდება საღამოს წვეულებაზე, ან რა ფერის კაბა ჩაიცვას. სასწორი რბილი, ლოიალური და არაკონფლიქტური კაცია.
თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს გასაოცარი უნარი ჩაწვდეს ქალის ფსიქოლოგიას. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ყოველთვის მზადაა იყოს საყვარელი ქალის დასაყრდენი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის საყვარელ ქალს სირთულეები აქვს ცხოვრებაში.
თხის რქა – რაც არ უნდა მკაცრ მამაკაცად წარმოაჩენდეს თავს თხის რქა, ის ყოველთვის ლოიალური და მოსიყვარულეა ქალის მიმართ. მას ძალიან კარგად გამოსდის საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის შესწავლა. მამაკაც თხის რქას უყვარს სამზარეულო და ხშირად ეხერხება გემრიელი კერძების კეთება.