მთავარი ურთიერთობები 10 საუცხოო წესი წარმატებული ქორწინებისთვის

10 საუცხოო წესი წარმატებული ქორწინებისთვის

by guramus
 ქორწინების განმარტებად ამბობენ, რომ ორი ერთ არსებად უნდა იქცეს, თუმცა უმეტეს წყვილებში საქორწინო ცერემონიასთან ერთად ამისი გააზრების აუცილებლობაც მთავრდება. 1890 წლიდან ყოველ წელს უფრო იზრდება განქორწინებათა რიცხვი. არსებობს გარკვეული პოზიტიური და პოტენციურად დესტრუქციული ელემენტები ურთიერთობაში, რომელთა შესწავლაც ერთგვარ კომპასად შეიძლება იქცეს. მთავარია, მეუღლეებმა ზრდასრულთათვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღონ.
1. დაამყარეთ კომუნიკაცია მეუღლესთან, უთხარით რაც გსურთ და არ დაელოდოთ იმას, თუ როდის მიხვდება ის თვითონ. არ აიძულოთ პარტნიორი მოინდომოს თქვენი აზრების კითხვა. კომუნიკაცია თქვენი პასუხისმგებლობაა და ეს გზა ყოველთვის ბრძნული და ეფექტურია.
2. გადაამოწმეთ თქვენი მოსაზრება, რათა გქონდეთ სწორი ინფორმაცია. ხშირად ჩვენი მოსაზრებები, მოლოდინები უფრო ინტერპრეტაციაა და რეალურ ფაქტებს სხვაგვარად წარმოგვიდგენს. კომუნიკაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი არავერბალური მხარე, რადგან ხშირად მან შეიძლება ჩვენს სათქმელს აზრი შეუცვალოს.
3. მაქსიმალურად ეცადეთ გაიგოთ მეუღლის გრძნობები, აზრები კრიტიკის გარეშე, ისწავლეთ მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა. ადამიანებს ძალიან უჭირთ მშვიდობის მიღწევა კომპრომისის გზით. ერთმა მხარემ უნდა დათმოს პოზიციები. წყვილს უნდა ჰქონდეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და თითოეულმა უნდა გაიაზროს ქორწინების ძირითადი პრინციპი- ყოველთვის ვერ მივიღებ იმას, რაც მინდა და როცა მინდა.
4. მოახდინეთ ფოკუსირება ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. არასწორია, როდესაც ხმამაღლა საუბრობენ მეუღლესთან არსებულ პრობლემებზე და არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ერთადერთ გამოსავლად განქორწინებას ხედავენ. მაგრამ ეს ხომ ძალიან მარტივი არჩევანია. პრობლემებს არ უნდა მივცეთ ჩვენი დამარცხების საშუალება.
5. არსებული პრობლემის გამო არ აიღოთ დროებითი “შესვენება.” ეს გადაწყვეტილება საშინლად არასწორია, ორივე მხარე უბრალოდ განაწყენებული რჩება. საბოლოოდ კი გამოდის რომ უბრალოდ ურთიერთობას არ ძაბავენ და ერთმანეთის მიმართ ცივდებიან, იმის ნაცვლად, რომ ერთად მოიფიქრონ პრობლემის მოგვარების გზები.

6. არ გქონდეთ ნეიტრალური დამოკიდებულება იმ პრობლემებისასმი, რომელიც ერთ პარტნიორს უფრო აწუხებს. იმის მაგივრად რომ წინააღმდეგობამ ძალა შემატოს ადამინს, ხშირად საპირისპირო ხდება და თუკი ამის გამო მეუღლე ბრძოლისუნარიანობას კარგავს მას ზურგი არ უნდა ვაქციოთ.
7. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამისი ნათელი მაგალითია ბიბლია. არც-ერთმა, ადამმა და ევამ არ აღიარეს საკუთარი შეცდომა, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. ქრისტემ კი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო ადამიანთა ცოდვები. სხვისი დადანაშაულება მხოლოდ მარტივი გამოსავალია და მეტი არაფერი.
8. არ გაბრაზდეთ პარტნიორისგან არასასურველი მოსაზრებების მოსმენის გამო. ჩვენი რეაქციები ხშირად რთულად გაკონტროლებადია. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. ემოციების კონტროლი გადამწყვეტ როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში. დროთა განმავლობაში უკეთ ვაანალიზებთ მოსმენილს.
9. მოერიდეთ სარკაზმს პარტნიორის მიმართ, ასევე მანიპულირებასა და ეჭვიანობას. მნიშვნელოვანია სულგრძელობა მეუღლის მიმართ. მხოლოდ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს, შესაბამისად კონტროლი ვერაფერს შეცვლის. მხოლოდ თავს მოაბეზრებთ საყვარელ ადამიანს.
10. მიუტევეთ მეუღლეს თუ რაიმე დააშავა და თქვენც არ მოგერიდოთ ბოდიშის მოხდა თუ დამნაშავე ხართ. იმედგაცრუება და გულისტკენა გარდაუვალია ნებისმიერ ქორწინებაში. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ურთიერთობის ის კარგი მომენტები რომლებიც წყენას ადვილად გადაფარავენ.
D.T.