მთავარი ასტროლოგია TOP 3 ყველასთვის სასურველი სასიძო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

TOP 3 ყველასთვის სასურველი სასიძო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by guramus

უამრავი  რამის გაგება შეიძლება ასტროლოგებისგან: ვის უკეთესად გაუგებ, როგორი დედა იქნები, როგორი დედამთილი გეყოლებადა, როგორი ურთიერთობე გექნება შენს მომავალ პარტნიორთან და სხვა. ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ასევე შესაძლებელია განვსაზღვროთ, თუ ვინ არის ყველასთვის სასურველი სასიძო. ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს გამოყოფენ, რომელთა ხელში ჩაგდება ყველა ქალის ოცნებაა.

პირველ ადგილს თხის რქა იკავებს. ზოდიაქოს ეს ნიშანი პრაქტიკული, ფრთხილი და სერიოზულია. გამოირჩევიან დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით. ახასიათებს თავმოყვარეობა, სიმდიდრის სიყვარული, პრაგმატულობა, სიფრთხილე, ამბიციურობა, თავშეკავებულობა, დამოუკიდებლობა . მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა და სტატუსი. არიან კარიერისტები და კონსერვატორები.

მეორე ადგილზე კირჩხიბია. ისინი არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. რომანტიკული, გულიანი, უყვართ ბავშვები, ცხოველებიც. აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არიან თავგანწირულები, სენტიმენტალურები და კონსერვატორები. მესაკუთრეები, მგრძნობიარეები. აქვთ მდიდარი ფანტაზია და კარგი ინტუიცია.

რაც შეეხება მესამე ადგილს, იგი ქალწულს უკავია. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. იღწვიან სრულყოფილებისაკენ. თავშეკავებული, კრიტიკოსი, ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რაციონალური, გამოთვლილი და დაგეგმილი აქვს ყველაფერი. პრაქტიკოსი, მომთხოვნი, საღი გონების პატრონი.