მთავარი საკითხავი რას გვეუბნება თვალის ფერი?

რას გვეუბნება თვალის ფერი?

by guramus

ამბობენ, რომ თვალები ყველაზე მატყუარა და ამავდროულად, ყველაზე საიმედოა. დღეს ადამიანების ხასიათის გამოცნობას უამრავი ხერხით ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, თვალის ფერით ხასიათის დადგენაა.

თაფლისფერი თვალები: არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს უმეტეს ნაწილს სწორედ თაფლისფერი თვალი აქვს. თუ თვალის ფერით მიღებულ კვლევას დავუჯერებთ, ასეთი თვალების მქონე ადამიანები მზრუნველები არიან, ყურადღებიანები და ძალიან მოსიყვარულეები. ყველაფერთან ერთად, მათ აქვთ ლიდერობა-მართვის უნარ-ჩვევებიც.

ღია თაფლისფერი: თუ თვალი ღია თაფლისფერია და არა მუქი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება იყოს დეპრესიული და იწუწუნოს ყველაფერზე. ნაკლებად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სულ სჭირდება გამეორეობა, რომ საკმარისად ლამაზი, კეთილი, თბილი და ნიჭიერია.

რუხი ფერის თვალები: რუხი ფერის თვალები თაფლისფერი თვალების საპირისპირო თვისებების მქონე ადამიანებს აქვთ. მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება. თუ თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანები მზურნველები არიან, რუხ ფერიანი ადამიანები არ გამოირჩევიან გადაჭარბებული ყურადღებითა და ემოციით.

ცისფერი თვალები: ამბობენ, რომ ცისფერთვალა ადამიანები ინტელექტის დიდი დოზით ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ აქვთ საკმაო შინაგანი ძალა და ეს ეხმარება მათ, იყვნენ მუდამ ძლიერნი, მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მაშინ, როცა მოინდომებენ და როცა ამის საჭიროებას ყველაზე მეტად დაინახავენ.

მწვანე თვალები: ამბობენ, რომ თვალის ფერის მიხედვით, მწვანე თვალების პატრონი ადამიანები ყველაზე შემოქმედებითები, პოზიტიურები და დადებითი აურის მატარებელნი არიან. იციან, რას ელიან გარშემომყოფებისგან და ამიტომაა, რომ თითქმის არასოდეს უცრუვდებათ იმედები. ძველ დროში ამბობდნენ, რომ მწვანე თვალების პატრონი ადამიანები იყვნენ განსაკუთრებულნი, ღვთის რჩეულნი, რაღაც ნიჭით დაჭილოდოვებულნი.

ნაცრისფერი-მწვანე: ასეთი ადამიანები ორი ფერის სინთეზს განიცდიან და ამიტომაა, რომ ყველასგან გამოირჩევიან. ისინი არიან ძლიერები, თავდაჯერებულები, ნაკლებად ემოციურნი და საკუთარი ცხოვრების ძალიან კარგი მმართველნი.

შავი თვალები: კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც შავი თვალები აქვთ არიან ძალიან ვნებიანები, ენერგიულები და მომთმენები. თუმცა, აქვთ ცუდი თვისებაც: არიან აზარტულები და ხშირად აზარტი მათ ყველაფერს აკარგვინებს.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: