მთავარი ურთიერთობები როგორ მივხვდეთ როგორი ადამიანია ტელეფონზე მოსაუბრე?

როგორ მივხვდეთ როგორი ადამიანია ტელეფონზე მოსაუბრე?

by guramus

კომუნიკაცია რომ შედგეს, კონტაქტია საჭირო, ორმხრივი კონტაქტისთვის კი ორი კეთილგანწყობილი ინდივიდი. რთული სათქმელია როგორ უნდა შედგეს  ჯანსაღი კომუნიკაცია და კიდევ უფრო ძნელად ამოსაცნობია, როგორი დამოუკიდებულება შეიძლება ჰქონდეს იმ მოსაუბრეს, რომელიც ყურმილის უკანაა.

 

“ბატონო” – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამგვარად საკუთარ თავში თავდაჯერებული ადამიანები გიპასუხებენ. მიუხედავად იმის, იციან თუ არა თქვენი ნომერი და რა დამუკიდებულებაში იმყოფებიან თქვენთან. ასეთი ადამიანები არიან ძლიერები და აქვთ მყარი ნერვიული სისტემა.

“ალო” – ეს საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა თავის მხრივ ადამიანზე უამრავ ფაქტს ყვება. თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, სატელეფონო ზარს ასე ის ადამიანები პასუხობენ, ვისაც მეტი კონკრეტიზაცია უყვარს. არის ნაკლებად ნერვიული – მშვიდი, მაგრამ ამავდროულად, საკუთარ თავში ჩაკეტილი, არც ისე კარგი მოსაუბრე.

“გისმენთ” – დაკვირვებამ ცხადყო, რომ ასე უფრო საქმიანი ადამიანები გიპასუხებენ. ისინი, ვინც საჯარო სამსახურში მსახურობენ და მათი ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება ძალიან დამღლელია.

“დიახ” – ალბათ თავადაც შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც შემომავალ ზარებს სწორედ ამგვარად პასუხობს. ეს ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა მიმნდობი პიროვნება. ის თავიდანვე გეთანხმებათ, ე.ი. მზადაა ყურადღებით მოგისმინოთ და მაქსიმალურადაც დაგეხმაროთ, თუ ამის საჭიროებას იგრძნობს.

“ილაპარაკეთ,” “ისაუბრეთ,” “რა გნებავთ?” – ასე თითქმის იშვიათად საუბრობენ, მაგრამ მაინც გვხვდება ამგვარი მაგალითები. ეს ნიშნავს, რომ მოსაუბრე ნერვიულია, მალე ფეთქდება, უხეშია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ დროს უნდა სცადოთ და ესაუბროთ ისე, როგორც თავად გპასუხობთ, სუსტი და მერყევი რომ არ ეგონოთ.