მთავარი რჩევები სამი დიეტა, რომელიც ზაფხულისთვის შეგამზადებთ

სამი დიეტა, რომელიც ზაფხულისთვის შეგამზადებთ

by guramus

სტატიაში თქვენ იხილავთ 3 ეფექტურ დიეტას, რომელთაც დიეტოლოგები ნამდვილად უწევენ რეკომენდაციას. მათი თქმით, მოცემული დიეტები მოგცემთ შანსს, მალე ჩადგეთ ფორმაში, თანაც ისე, არ დაგჭირდებათ გასახდომი ჩაი, რომელიც ვნებს კუჭ-ნაწლავს. რაც მთავარია, დიეტების დრო, ვერ იგრძნობთ შიმშილს.

  1. მაწვნის დიეტა

დაგჭირდებათ:  1 ქილა მაწონი / 1 სუფრის კოვზი თაფლი / 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა

ერთ ქილა მაწონში 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა აურიეთ ერთმანეთში. გადაანაწილეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

შენიშვნა: შეგიძლიათ ასევე მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, უმარილოდ.

      2. კომბოსტოს და სტაფილოს დიეტა

დაგჭირდებათ: სტაფილო/ კობოსტო / ჩაი/ გახუხული პური/ ქათმის ხორცი

საუზმე:
სტაფილოს და კობოსტოს სალათი, ერთი ნაჭერი გახუხული პური. უშაქრო ჩაი.

სადილი:
სტაფილოს და კობოსტოს სალათი, 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, უშაქრო მწვანე ჩაი.

ვახშამი:
სტაფილოს და კობოსტოს სალათი, ერთი მოხარშული კვერცხი.

 

 3. მსუყე დიეტა

დაგჭირდებათ: 100 გრამი ყველი / 300 გრამი ხაჭო / 1 ნაჭერი პური / 2 ცალი მოხარშული კვერცხი / 100 გრამი მოხარშული კარტოფილი / 70 გრამი თევზი/ ჩაი

საუზმე: 100 გრამი ყველი, 100 გრამი ხაჭო, პურის პატარა ნაჭერი.

სადილი: 200 გრამი უცხიმო ხაჭო, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ადუღებული წყალი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული კართოფილი სოკოთი, 70 გრამი თევზი, ჩაი (საშუალოდ დამტკბარი).

შენიშვნა: დიეტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: