მთავარი საკითხავი წიგნი ყველასათვის და არავისთვის- რატომ მოკვდა ღმერთი?

წიგნი ყველასათვის და არავისთვის- რატომ მოკვდა ღმერთი?

by guramus

“ესე იტყოდა ზარატუსტრა” – ასე ჰქვია ფრიდრიხ ნიცშეს წიგნს, რომელიც მსოფლიომ უმალ აიტაცა. რა აქვს მწერალს ისეთი, რაც სხვებს არა და რა თქვა ისეთი, რაც აქამდე არავინ იცოდა?

წიგნის უდიდესი  ნაწილი ღმერთს ეხება, რელიგიურ თემებს, კვლავდაბრუნების იდეას.

თავად ნიცშემ საკუთარ შემოქმედებას “ყველა დროის ყველაზე ღრმა ნამუშევარი უწოდა.”

ამონარიდები:

  • “ღმერთი მოკვდა!”
  • “ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი.”
  • “ოდესაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებლებიც.”
  • “თუნდ გულით ერთმანეთი არ გვიყვარდეს, – უნდა ერთმანეთი გვძულდეს, რომ ერთმანეთი გულით არ გვიყვარს?”
  • ” და რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ ყოველივე ამაოებაა?!”
  • “თქვენ მაღლით იმზირებით, ოდეს ამაღლებას ეძიებთ. და მე ძირს ვიხედები, რადგან ამაღლებული ვარ.”
  • “ეკლესია? ვუპასუხე, სახელმწიფოს მსგავსებაა, მსგავსება უფროსად მატყუარა.”
  • “უდაბნოში სცხოვრობნენ მარად მართალნი, თავისუფალნი, ვით უძალნი უდაბნოსი; ხოლო ქალაქებში სცხოვრობენ მაძღარნი, ცნობილნი ბრძენნი – ტვირთმზიდველი ცხოველები. მარად მიათრევენ იგინი, ვით სახედარი – ხალხის ურემს.”
  • “შორს ღმერთისა და ღმერთებისაგან, ამას მიძახდა ჩემი ნება.”
  • “ცუდი ჯილდოა მოძღვრისათვის, უკეთუ მოწაფენი მარად მოწაფედ რჩებიან.”
  • “სად სახელმწიფო თავდება, მხოლოდ იქ იწყება ადამიანი, რომელი ზედმეტი არაა.”
  • “ტახტისაკენ ისწრაფვიან: ესაა მათი შეშლილობა, – თითქოს ბედნიერება ტახტზე იჯდეს! ხშირად ტალახი ტახტსა ზის და – ხშირად ტახტი ტალახსა ზე.”
  • “არის მცირე შეშლილობა სიყვარულში. ხოლო შეშლილობაშიც მარად მცირე გონებაა.”
  • “ცხოვრება ძნელი ასატანია.”
  • “ოდესღაც სული ღმერთი იყო, შემდეგ კაცად იქმნა, აწ იგი ბრბოდ იქმნება.”
  • “აზრი სხვაა, საქმე სხვაა, საქმის სანახაობა სხვაა.”
  • “ნეტარ არიან მძინარენი: მალე დაიძინებენ. – ესე იტყოდა ზარატუსტრა.”
  • “შენი სული უფრო ადრე მოკვდება ვიდრე სხეული.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: