მთავარი საკითხავი როგორ გადაცურეს ზღვა “თვითმფრინავის ბიჭებმა”

როგორ გადაცურეს ზღვა “თვითმფრინავის ბიჭებმა”

by guramus

1983 წელს რამდენიმე ქართველმა საბჭოთა კავშირის მიტოვება, თვითმფრინავის გატაცება და ამერიკაში გადახვეწა დაისახა მიზნად. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მსხვერპლით დასრულდა. დღემდე კამათობენ,  “თვითმფრინავის ბიჭები” გმირები იყვნენ თუ ტერორისტები.

დათო ტურაშვილმა წიგნი “ჯინსების თაობა” სწორედ აღნიშნულ ისტორიას მიუძვღვნა.

ამონარიდები

  • ” ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო.”
  • “მსხვერპლი ყველგან არის, სადაც იარაღია.”
  • “წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით.”
  • “უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე პატარების.”
  • “შიშს დიდი თვალები აქვს, ურწმუნო ადამიანი კი ძალიან მშიშარაა.”
  • “არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად … ყოველი ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც.”
  • “…რადგან იმედის სულ ბოლოს კია არა, არასდროს კვდება.”
  • “ადამიანმა არჩევანი ყველგან და ყოველთვის უნდა გააკეთოს.”
  • “სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაინც ძნელია და მითუმეტეს შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს.”
  • “და უცებ, იმ კედელზე, თავს ზემოთ, იმ ინგლისური სიმღერის ტექსტი დაინახა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდნენ გეგა და თინა, როცა ისინი ერთად იყვნენ. კედელზე ინგლისურად ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა იმ სიმღერიდან: “wish you.” გეგამ მოასწრო და სახელოში დამალული კალმით ორი სიტყვა მიაწერა კედელზე იმ ტექსტის ქვემოთ, სადაც თინას ნიშანი ეგულებოდა: “were here.”
  • ” – ზღის გადაცურვა თუ შეუძლია ადამიანს?
    – თუ მოინდომებს, ყველაფერი შეუძლია.”
  • ” -მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
    – იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია. “
  • “-რომ ვერ გაფრინდეთ?
    -მაშინ ზღვას გადავცურავ.
    -რას?
    -ზღვას.
    -როგორ?
    -სიმღერით.
    -ხუმრობთ?
    -არ ვხუმრობ.
    -დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
    -კი ბატონო.
    -მაინც როგორ ჩავწეროთ?
    -სიტყვასიტყვით.
    -მაინც როგორ?
    -მე გადავცურავ ზღვას…”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: