მთავარი ურთიერთობები როგორ გავიგოთ ქალის ხასიათი მისი სიცილის მიხედვით

როგორ გავიგოთ ქალის ხასიათი მისი სიცილის მიხედვით

by guramus

მომღიმარ ქალზე კარგი სანახავი ამქვეყნად ალბათ არც ისე ბევრი რამაა. მამაკაცებს მოსწონთ ბედნიერი ქალის ყურება. თუმცა, მათ ნამდვილად არ იციან, როგორ ამოიცნონ სიცილით ქალების ხასიათი.

თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, დასკვნა შემდეგია:

ქალი, რომელიც ხმადაბლა იცინის: თავდაჯერებულია, გაწონასწორებული და რთულად მოსახიბლი. მასზე შთაბეჭდილება რომ მოახდინოთ, ბევრი უნდა შეძლოთ. სამაგიეროდ, თუ მიზანს მიაღწევთ, ის თქვენთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება.

ქალი, რომელიც იცინის მთელი ემოციით: ქარაფშუტაა და ბავშვობის ასაკში ჩარჩენილი. ის იმ ქალების კატეგორიის წარმომადგენელია, რომელიც მცირე ასაკში, ეზოში თამაშისას, ბევრს ოცნებობდა პრინცზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოცნება ვერ აიხდინა.

ქალი, რომელიც თავშეკავებით იცინის: ბუნებით მშვიდი და საყვარელია. უნდა გჯეროდეთ, რომ მასზე თბილ არსებას ვეღარსად ნახავთ. მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეურჩიოთ სიტყვები, საქციელი და შეთავაზებები.

ქალი, რომელიც იცინის თავშეკავებით, მაგრამ ცდილობს ბუნებრივი ჩანდეს: ცხოვრებაშიც თავშეკავებულია. უნდა დარწმუნდეს რა სჭირდება თავად და რას მისცემს მამაკაცი, თუ მის გვერდით აღმოჩნდება.

ქალი, რომელიც მაღალ ხმაზე იცინის: უკომპლექსოა. შეგიძლიათ მის გვერდზე დაცულად თქვენ იგრძნოთ თავი და არა, მან – თქვენთან. ასეთმა ქალებმა იციან როგორ იცხოვრონ, დაძლიონ პრობლემები და შექმნან თბილი კერა.

ქალი, რომელიც სიცილის დროს ცხვირს ჭმუხნის: ბავშვური გულუბრყვილობით გამოირჩევა. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ტკბილეული და საჩუქრები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: