12 ჯადოსნური კითხვა, რომელიც საყვარელი ადამიანის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ

by guramus

უმრავლესობა ჩვენგანი თვლის, რომ საყვარელ ადამიანს ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ ვიცნობთ კი? მე ამოვარჩიე 12 კითხვა, რომლებიც რეალურად გამოამჟღავნებს ადამიანის პიროვნებას და ისინი 4 ნაწილად დავყავი. ამის შემდეგ, როცა საყვარელ ადამიანთან იქნებით, დაივიწყეთ ამინდი და დაუსვით ეს კითხვები.

შეხედულებები

ამ კითხვების დასმით ბევრს გაიგებთ მისი პრიორიტეტების შესახებ და იმაზე თუ როგორ აღიქვამს სამყაროს.

1. როგორ გირჩევნია, გყავდეს 5 მეგობარზე მეტი თუ ნაკლები?

2.როგორ ფიქრობ ტირილი სისუსტის ნიშანია თუ სიძლიერის?

3.რა ჯობია გქონდეს 50,000$ სუფთა ფული თუ არალეგალურად ნაშოვნი 1, 000 000$?

ოცნებები

ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ მისი სხვისთვის გაზიარება გვიჭირს. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს გაიხსნას თქვენთან, დაუსვით ეს კითხვები და გაიგეთ რაზე ოცნებობს, რისი მიღწევა უნდა.

1. რითი გინდა დაამახსოვრო თავი სხვებს?

2.რა დგას შენსა და ბედნიერებას შორის.

3.თუ ადამიანი საშუალოდ 40 წელი იცოცხლებდა, როგორ გაატარებდი შენს ცხოვრებას?

შიშები

შიში ერთ-ერთია იმათგან, რაც ჩვენს პიროვნებას აყალიბებს. იმის ცოდნა თუ რისი ეშინია მას, თქვენს კავშირს უფრო ღრმას გახდის. ამ კითხვებზე პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.

1. როგორ გირჩევნია გაატარო 48 საათი საზოგადოებრივ საპირფარეშოში თუ მომდევნო 2 კვირა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლო?

2.რა გირჩევნია დაკარგო ყვეlა ძველი მოგონება თუ ვერასდროს შექმნა ახალი?

3. რა უფრო უკეთესია აღმოაჩინო რაღაც არაჩვეულებრივი და სხვებს გაუზიარო თუ იპოვო რაღაც საშინელი და აღმოფხვრა ის?

ფიქრები

საუბარი უფრო სახალისოა როცა ღრმა და დასაფიქრებელ კითხვებს სვამ. მოუსმინე მის აზრებს და შეადარე შენსას, რათა ხელი შეუწყოთ დებატებს საინტერესო საუბრისთვის.

1. თუ მოგიწია არჩევანის გაკეთება იცხოვრო 5 გრძნობიდან ერთ-ერთის გარეშე, რომელს დათმობდი?

2.რომელი სიმღერა აღწერს შენი ცხოვრების ბოლო 24 საათს?

3.რა ისწავლე სკოლაში ისეთი, რამაც დაგიმტკიცა რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარ? უკეთ გაიცანით თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები ღრმა, დამაფიქრებელი კითხვების დასმით.

 

D.T.

0

ასევე დაგაინტერესებთ