მთავარი ურთიერთობები 5 საოცარი რჩევა თუ როგორ უნდა მოვაწყოთ დაუვიწყარი პაემანი

5 საოცარი რჩევა თუ როგორ უნდა მოვაწყოთ დაუვიწყარი პაემანი

by guramus

ურთიერთობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს პაემანს ანუ რეალურად მასთან საუბარს. ამ დროს პირისპირ ხართ და ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რომ ბუნებრივად ჩანდეს. არ უნდა იყოთ არც ზედმეტად მორცხვი და არც ზედმეტად თამამი. მთავარია ოქროს შუალედის პოვნა.

 

ჰოდა, ჩვენც გთავაზობთ ოქროს შუალედის გაგების 5 ვერსიას.

 

1. გააოცეთ ის. უმჯობესია ბანალური საუბრის მაგივრად რაიმე ორიგინალურს თუ მოიფიქრებთ. თუკი კარგად იცნობთ თქვენს ქალბატონს მისთვის სიურპრიზის მოწყობა არ უნდა გაგიჭირდეთ, აქციეთ მისი ჩვეულებრივი დღე მისტიური. ზოგიერთ ქალბატონს მოსწონს, როდესაც მამაკაცი ამ მხრივ ინიციატივას იჩენს. იზრუნეთ მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

2. იმოქმედეთ უბრალოდ ყვავილების ჩუქების ნაცვლად. თუკი იცით რა ესიამოვნება და რა გაახარებს მას აქციეთ ეს საჩუქრად. მაგალითად შეიძლება აჩუქოთ რაიმე ჩვეულებრივი, თუმცა სწორედ ჩუქების პროცესი იყოს ორიგინალური და დასამახსოვრებელი. ასევე შეიძლება წახვიდეთ გამოფენაზე ან საცეკვავოდ

3. დაუთმეთ მას მთელი ყურადღება, როდესაც მასთან ხართ, მოიშორეთ დამატებითი ფიქრები, აგრძნობინეთ, რომ ის ერთადერთია, რაზეც ფიქრობთ. ყველა ქალი ოცნებობს ასეთ მამაკაცზე და ყურადღების გამოჩენა მის თვალში უფრო უკეთესად გაქცევთ.

4. მადლიერი იყავით მისი არსებობით თქვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ზრუნავთ მისთვის სასურველი ატმოსფეროს შექმნაზე, საჩუქრების შერჩევაზე, მაინც მადლობა გადაუხადეთ იმისთვის თუ როგორი არაჩვეულებრივი ქალბატონიცაა. ესაუბრეთ და აღნიშნეთ მისი დადებითი თვისებები. ხშირად გვავიწყდება იმის დაფასება, რაც გვაქვს. ასეთი აღსანიშნავი დღეები თქვენს პარტნიორს მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

5. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ. რაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი, როგორი საქმიანიც არ უნდა იყოთ, გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. გაითვალისწინეთ რამ შეიძლება გაახაროს, შემატეთ თქვენს იდეას განსაკუთრებულობა. თუკი სამსახურშია გაუგზავნეთ თაიგული წერილით, სადაც საღამოს გეგმებს გააცნობთ.

 

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: