მთავარი საკითხავი ფრედერიკ ბეგბედერისეული სიყვარულის არსი 10 ციტატაში

ფრედერიკ ბეგბედერისეული სიყვარულის არსი 10 ციტატაში

by guramus

ბეგბედერი პროვოკაციული მწერალია, რომელიც ცხოვრების ბნელ მხარეებს აშკარავებს და ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარ სულში ახედებს.მისი წიგნების კითხვა თან გაგაცინებთ და თან დაგამწუხრებთ. მისი თვალით დანახული რეალობა ბინძური, გარყვნილი და უიმედეოა. სიყვარულზე კი საოცარი ხედვები აქვს, რომელსაც რამდენიმე წიგნიც კი მიუძღვნა. ჩვენ სწორედ ამ წიგნებიდან ამოწერილ ფრაზებს გთავაზობთ.

 

აი,ბეგბედერისეული სიყვარულის 10 სახე

1.შენ ნამდვილად შეყვარებული ხარ, როდესაც იწყებ კბილის პასტის წასმას სხვის ჯაგრისზე და არა შენსაზე.

2.პირველ წელს ამბობენ: “თუ წახვალ, თავს მოვიკლავ”
მეორე წელს: “თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები”
მესამე წელს: “თუ წახვალ, ამას შამპანიურით ავღნიშნავ”

3.როდესაც სხვა ადამიანს ტანჯავ, ყველაზე ცუდს შენ თავს უკეთებ.

4.ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.

5.იყავი ჩემი ერთგული?-დიახ ხშირად.

6.ამაში მდგომარეობს სიყვარული: გამოიგონო, სანამ გაიცნობ.

7.ესაა სიყვარული:ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას ინდიფერენტულობა უნდა აჩვენო.გულის ძგერა დაუმალო, ითამაშო “სულერთია”, პირიქით თქვა, რისი თქმაც გულით გინდა.პრინციპში, სიყვარული დიდი მამაძაღლობაა.

8.მე მიყვარდა და მე ვუყვარდი, მაგრამ ეს ორი მცნება არასდროს ემთხვეოდა.

9.მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.

10.გუშინ დილას კლერისგან ღია ბარათი მივიღე:”ძვირფასო ოსკარ, არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.” ასეთი ლამაზი სასიყვარულო წერილი არასდროს მიმიღია.

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: