ქალის ქცევები, რომელიც მამაკაცებს იზიდავს

არსებობს თანდაყოლილი გარეგნული სილამაზე და არსებობს შარმი. ამბობენ, რომ მამაკაცებს შარმიანი ქალები მეტად მოსწონთ, რადგან მათში იდეალურ ქალს ხედავენ.  რა არის ის თვისებები, რაც მეტად უსვამს ხაზს სუსტი სქესის მომხიბვლელობას?

  • სახის ბუნებრივი მიმიკები: მამაკაცებს მოსწონთ ქალის ბუნებრივი მიმიკები, მათზე დაკვირვება და ყურადღების გამახვილება.
  • ნაზი კანი: მოვლილი ქალის ეფექტურობაზე საუბარს არ დავიწყებთ. მამაკაცებისთვის მთავარია შეხება იყოს ჰარმონიული, დაუვიწყარი.
  • აქცენტი ნივთებზე: მაგალითისთვის, მამაკაცების აზრით, ქალი ყველაზე მეტად მაშინაა მიმზიდველი, როდესაც ის მამაკაცის პერანგით არის შემოსილი.
  • თავდაჯერებულობა: როგორც ჩანს, არ არის სიმართლე, რომ მამაკაცებს ქარაფშუტა ქალები მეტად იზიდავთ. ძლიერი, ჩამოყალიბებული და საინტერესო ქალი მამაკაცისთვის მეტად სექსუალურია.
  • ნახევრად სიშიშვლე: კითხვის ნიშანი, რომელიც ასეთ დროს ჩნდება ზედმეტ ინტერესს იწვევს და ტოვებს ინტრიგას. ინტრიგა კი თავის მხრივ, ყოველთვის მეტად საინტერესოა.
  • ხმა: რა თქმა უნდა, ხმის გამო ურთიერთობას ნაკლებად ემუქრება საფრთხე, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ძალიან მოსწონს სექსუალური ხმის ტემბრი. ეს კი ხშირად შარმიანი ქალების თანმდევია.
  • გულწრფელი ემოციები: ემოციებს ყოველთვის ეტყობა როდისაა ყალი, ღიმილს კი ყოველთვის გამოიცნობთ, როდისაა ნამდვილი.

Loading...

  კომენტარები