მთავარი ურთიერთობები ქალების ხასიათი დაბადების თვეების მიხედვით

ქალების ხასიათი დაბადების თვეების მიხედვით

by guramus

ცვლის რაიმეს ჩვენს ცხოვრებაში დაბადების წელი, თვე ან რიცხვი?

ასტროლოგები ფსიქოლოგებთან ერთად გვთავაზობენ მოსაზრებებს, დაბადების თვიდან გამომდინარე  თუ როგორია ქალი და მისი ხასიათი.

იანვარი: იანვარში დაბადებული ქალები ცივები და ამბიციურები არიან. უყვართ კრიტიკა სხვების მიმართ, თავად კი ცდილობენ ნაკლებად მოხვდნენ განსჯის მთავარ არეალში.

თებერვალი: ქალები, რომლებიც თებერვალში დაიბადნენ რომანტიკოსები არიან. შეუძლიათ ფინჯანი ყავით საათობით ისხდნენ უსაქმოდ და ილაპარაკონ სამომავლო გეგმებზე.

მარტი: ამბობენ, რომ მარტის თვეში ყველაზე ძლიერი ქალები იბადებიან.  სწორედ ამიტომ, ერთი სიამოვნებაა მათ გვერდით ცხოვრება.

აპრილი: აპრილში დაბადებული ქალები დიპლომატები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობე რთულ სიტუაციებში მარტივი გამოსავლის ძებნას და სწორედ ეს არის მათი მთავარი პლიუსი.

მაისი: მაისში დაბადებულ ქალებს ხშირად “საბედისწერო” ქალებსაც უწოდებენ. მათ უყვარდებათ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ. თუ მაისში დაბადებულ ქალს მოეწონეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, წამოგაგოთ საკუთარ ანკესზე.

ივნისი: ივნისში დაბადებული ქალები პირდაპირები არიან. მათთვის სულერთია, რას იფიქრებს სხვა. მთავარია, გულის ნადები გამოიტანონ საჯაროდ და თქვან ის, რაც მომენტალურად გაიფიქრეს.

ივლისი: ივლისში დაბადებული ქალები გულწრფელები არიან. ხშირად – ზედმეტადაც კი. ივლისის თვის ქალებმა კარგად იციან როგორ დარჩნენ ამოუცნობ ობიექტებად.

აგვისტო: აგვისტოში დაბადებულ ქალები გიჟდებიან ყურადღებაზე. მათთვის მცირე დეტალსაც კი უდიდესი დატვირთვა აქვს.

სექტებერი: სექტემბერში დაბადებული ქალები კეთილები არიან. მათ შეუძლიათ გაპატიონ ყველაფერი. მათ შორის ღალატი. თანაც ისე, არასოდეს გაგახსენონ.

ოქტომბერი: ამ თვეში დაბადებული ქალები ემოციურობით გამოირჩევიან, თუმცა იციან, როგორ მართონ განცდები. არასოდეს დაგანახებენ, რომ ცუდი პერიოდი უდგათ და უჭირთ.

ნოემბერი: აქტიურები და ძალიან ამბიციურები არიან ნოემბერში დაბადებული ქალები. მათ გვერდს მარტივად ვერანაირ შემთხვევაში აუვლით.

დეკემბერი: მოთმენის საოცარი უნარით გამოირჩევიან დეკემბერში დაბადებული ქალები. მამაკაცებისთვის ნამდვილი საყრდენები არიან. იციან როგორ გახადონ საპირისპირო სქესი უსაზღვროდ ბედნიერი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: