მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშანი ინარჩუნებს სილამაზეს სიბერეშიც

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ინარჩუნებს სილამაზეს სიბერეშიც

by guramus

ნათქვამია, ქალბატონებს ასაკს არ ეკითხებიანო. ხშირად ქალის ასაკის გამოცნობა მისი გარეგნობის მიხედვით გვიწევს. თუმცა აქაც ვაწყდებით პრობლემას. ზოგიერთი ქალი ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდულად ან ბებრულად გამოიყურება.

ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალის სილამაზე დამოკიდებულია ვარკვლავებსა და მის მმართველ პლანეტაზე. (თუმცა, ალბათ გენები უმთავრესია). სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას ზოდიაქოს იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც სილამაზეს სიბერეშიც ინარჩუნებენ.

გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, ესენია: ტყუპები, ქალწული, თხის რქა. რთულია მათი სილამაზის ელექსირზე საუბარი. ძირითად შემთხვევაში მუდმივი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში თავად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება უწყობთ ხელს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ქალწული, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი თავის მოვლას, რაც მის სილამაზესაც განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი ყოველთვის ანებივრებენ საკუთარ თავს ძილით, რაც მოგეხსენებათ სილამაზის ერთ-ერთი წინაპირობაა.