მთავარი ფილმები 10 სცენა ფილმიდან, რომელსაც აუცილებლად დააპაუზებდით

10 სცენა ფილმიდან, რომელსაც აუცილებლად დააპაუზებდით

by guramus

ზოგიერთი ფილმი განსაკუთრებით გიზიდავს და გსურს შენ საყვარელ სცენაზე ისევ და ისევ გადაახვიო და მრავალჯერ შეხედო .  მეორე მხრივ არსებობს ისეთი შოკისმომგვრელი სცენებიც, როდესაც დაპაუზება ან გადახვევა და თავიდან ყურება გარდაუვალი ხდება.

მაშასადამე , 10 სცენა ფილმიდან რომლის დაპაუზება გარდაუვალია

1.სცენა ანიმაციიდან „მეფე ლომი“

რა წერია „SEX”-ს თუ “SFX”-ს? ეს კითხვა ყოველთვის აწუხებდა მნახველებს.

როდესაც მთავარი პერსონაჟებიდან მინდორზე არიან წამოწოლილნი , ერთ-ერთი მათგანი შეუბერავს და მტვერი ქარის დახმარებით ჰაერში იფანტება. შემდეგ ჩნდება წარწერა (რასაც ფოტოზე ხედავთ) .   ბავშვების მშობლები შეწუხებულები იყვნენ ამ სცენით რადგან ფიქრობდნენ რომ საბავშვო ანიმაციისთვის ეს შეუფერებელია თუმცა ანიმაციის შემქმნელები ადასტურებენ რომ ეს წარწერა არის “SFX” და მათი ფარული ხელმოწერაა.   ვისი ვერსიაა რეალური?  დაასტოპე და გადაწყვიტე თავად!

2.სცენა ფილმიდან „ მებრძოლთა კლუბი“

დევიდ ფინჩერი მაყურებელს არა მხოლოდ პერსონაჟების არამედ ფილმის შემქმნელების შეშლილობაზე ფიქრს დააწყებინებს. უბრალოდ დაასტოპეთ და იხილეთ ტაილერ დერდენის უეცარი გამოჩენები ფილმის განმავლობაში.

3.სცენა ფილმიდან „მაკულატურა“

მართალია რომ ტარანტინოს ფილმები მუდამ ექშენითაა სავსე და ყველაფერი ჩარჩო-ჩარჩო გათვალისწინებულია. თუმცა არსებობს პატარა  ჭორი „ოქროს საათის“ სცენის შესახებ. ჭორის თანახმად თუ ძალიან მოქნილად დავასტოპებთ ვიხილავთ ბრიუს უილისის შიშველ კადრს. მართალია, ეს ჯერ არავის გამოუვიდა , თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჭორი აბსურდია.

4.სცენა ფილმიდან „ძირითადი იქსტინქტი“

მართალია აქ არაფერია უცნაური მაგრამ ამ ფილმის ეპიზოდები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რამაც შერონ სტოუნი ათწლეულის სექს სიმბოლოდ აქცია

5.„რკინის კაცი“

ყველაზე წვრილი დეტალიც კი ვერ დაიმალება ეკრანიდან . დააკვირდით ამ კადრს ფოტოსურათზე.  ტონი სტარკის უკან კაპიტან ამერიკის ფარის პროტოტიპია.

6.„დასაწყისი“

სიზმრების , ქაოსის და ფანტაზიის გამო კრისტოფერ ნოლანის ფილმის ეპიზოდებს ძალიან ხშირად აპაუზებენ .  იხილეთ ერთ – ერთი ასეთი ეპიზოდი მაღლა.

7.„ფსიქო“

კლასიკა ალფრედ ჰიჩკოკისგან.      ცვლილება აისახება ნორმან ბეიტსის არა მხოლოდ საქციელზე არამედ სახეზეც. დააპაუზეთ და დააკვირდით ჩონჩხის სილუეტს ნორმან ბეიტსის სახეზე

8.„ვარსკვლავური ომები : ახალი იმედის დასაწყისი“

ეს უხეში მომენტი არაფერია განსაკუთრებული მაგრამ მაინც ხშირია პაუზის ღილაკის გამოყენება.

9.„დედპული“

 

დააპაუზეთ ფილმის მსვლელობისას ბარის სცენებისას არა ერთ ცნობილ სახელს ამოიკითხავთ დაფაზე.  ესენია : ვლადიმერ პუტინი, რაიან რეინოლდსი, თი ჯეი მილერი, მაილი საირუსი, ბილ კოსბი და ჩარლი შინი.

10.„უოლ სტრიტის მგელი“

ისევ, თქვენ არაფერს ხედავთ აქ.  მაგრამ დააპაუზეთ და დარწმუნდებით რომ მარგო რობის უბრალოდ კანის ფერი საცვალი აცვია. მაგრამ მაინც ამ სცენას დიდი ეფექტი აქვს.

D.T.