მთავარი საკითხავი კოკა-კოლა ყოველდღიურ პრობლემებს გადაჭრის

კოკა-კოლა ყოველდღიურ პრობლემებს გადაჭრის

by guramus

გარდა იმის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ გამაგრილებელ სასმელს სასიამოვნო გემო აქვს, ის სხვადასხვა დანიშნულებითა და მიზნობრიობითაც გამოიყენება ყოფაცხოვრებაში. შესაძლოა, აქამდე არც კი იცოდით, რომ კოკა-კოლა ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში მარტივად მოგეხმარებათ.

  • აშორებს ჟანგს: თქვენ ფიქრობთ, რომ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგახართ? ჩათვალეთ, ერთი პრობლემით ნაკლები გქონიათ. თუ კოკა-კოლას ჟანგიან ადგილს დაასხამთ და 24 საათი დატოვებთ, მეორე დღეს დადებით შედეგს აუცილებლად იხილავთ.
  • აქრობს ლაქებს: სისხლი, ცხიმი და ცომი – ყველაზე რთულ ლაქებს კოკა-კოლა მარტივად უმკლავდება. დაასხით სასმელი დალაქავებულ ადგილას 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩვეული წესით გარეცხეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
  • ამცირებს ქავილს: თუ ზაფხულობით თქვენი პრობლემა მწერების მიერ გამოწვეული ტკივილი და ქავილია, გაღიზიანებულ ადგილას კოკა-კოლა უნდა დაისხათ. ჯადოსნური სასმელი აგრილებს კანს და ამცირებს ქავილის სურვილს.
  • წმენდს: თუ თქვენ გსურთ სააბაზანოს ან სამზარეულოს ხეხვა-წმენდა-გაპრიალების პროცესი ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოთ, მაშინ კოკა-კოლა ნამდვილად თქვენთვის ყოფილა.
  • ერევა საღეჭ რეზინს: თუ თქვენ თმაზე ანდა ტანსაცმელზე საღეჭი რეზინი შემთხვევით აგეკროთ, თმა კარგად ჩამოიბანეთ გაზიანი სასმელით, ხოლო ტანსაცმელი გარეცხეთ.
  • დაგიცავთ მწერებისგან: შესაძლოა, ყურადღება არ მიგიქცევიათ, რომ ბუნებაში ან ქალაქგარეთ ყოფნისას, მწერები თქვენგან შორის არიან იმ შემთხვევაში, თუ გვერდით კოკა-კოლას ბოთლები აწყვია. მწერები მართლაც ცუდად რეაგირებენ ჩვენს მიერ დასახელებული გაზიანი სასმელის სუნზე.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: