მთავარი საკითხავი მამა პეტრეს 10 ცხოვრებისეული ფრაზა, რომლებიც საკუთარ არსებობაზე დაგაფიქრებთ

მამა პეტრეს 10 ცხოვრებისეული ფრაზა, რომლებიც საკუთარ არსებობაზე დაგაფიქრებთ

by guramus
  1. მამა პეტრეს 10 ცხოვრებისეული ფრაზა, რომლებიც საკუთარ არსებობაზე დაგაფიქრებთ.
  2. “თუ სიყვარული არ შეგვიძლია,
    სიძულვილს მაინც მოვერიოთ…”
  3. “მონანული ცოდვილებისგან მეტი მისწავლია, ვიდრე ფარისეველი წმინდანებისგან!..”
  4. “ვინც მუდა სხვას ანუგეშებს, იქნებ მას ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში…”
  5. “როგორი მოწყალე ვართ სხვის მიმართ, ზუსტად ისეთი იქნება უფალი ჩვენს მიმართ…”
  6. “ადამიანი ანაფორის ჩაცმით არა, შინაგანი მდგომარეობით ცხონდება!…”
  7. “ტირილი თუ შეგიძლია,
    დიდად არ გტკენია…
    ტკივილი ის არის,
    ტირილის თავიც
    რომ არ გაქვს…”
  8. “ყველა ცოდვას, დაცემას, დანაშაულს ეშველება, მაგრამ უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია…”
  9. “სხვაზე ცუდის საუბრით მას არაფერს ვაკლებთ, მაგრამ თავს დაუნდობლად ვინადგურებთ. სინამდვილეში არავინ ვიცით, ვინ როგორია.”
  10. “სამყაროს მზე კი არა, ადამიანები ათბობენ. კეთილი, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანები…”
  11. “ღმერთო, რა ტკბილი ჯვარია,
    როცა ვიღაცას სჭირდები!..”

    მამა პეტრე ????

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: