ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს გაბრაზებაზე. ზოგს სამუდამოდ ამახსოვრდება, ზოგიც კი 5 წუთში ივიწყებს გაბრაზების მიზეზს. ვნახოთ, როგორ რეაგირებენ გაბრაზებაზე ზოდიაქოს ნიშნები
თუ არ გინდათ, რომ ატომური ბომბი აფეთქდეს თქვენს ირგვლივ, მაშინ ნუ გააბრაზებთ ვერძს. თუ ვერძს გააბრაზებთ, ჯობია რამდენიმე დღე აღარ დაენახოთ. საშიშია თუ გაბრაზებულ ვერძს გვერდით რაიმე მსხვრევადი ნივთი აქვს, არაა გამორიცხული ის თქვენსკენ მომართოს.
კუროს ძალიან ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ თუ გაბრაზდა მისი შეკავება რთული ხდება. კურო ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც წყენას არასდროს ივიწყებს
ტყუპები ძალიან საყვარლები არიან, როდესაც ბრაზდებიან. ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან მალე ავიწყდება გაბრაზების მიზეზი და ცხოვრებას ჩვეული ტემპით აგრძელებს.
თუ კირჩხიბი აღარ გელაპარაკებათ ან დიდი ხანია აღარ შეგხმიანებიათ, ესეიგი ძალიან გაბრაზებულია თქვენზე. ამ დროს კირჩხიბი ელოდება, რომ დაურეკავთ და ბოდიშის მოუხდით. ამის მერე მოუბრუნდება გული და თქვენთან ძველებურად იმეგობრებს.
თუ ლომის გაბრაზებას აპირებთ, მაშინ მოსალოდნელი შედეგებიც უნდა გაითვალისწინოთ, რაც აარც თუ ისე სასიამოვნოდ ჟღერს. გაბრაზებული ლომი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხმამაღლა ღრიალებს და სურვილი აქვს ყველაფერი დალეწოს რაც ხელში მოხვდება. არ გაბედოთ და ამ დროს ლომს წინააღმდეგობა გაუწიოთ, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიწვევს. ჯობია გაეცალოთ და მოგვიანებით დაელაპარაკოთ
ქალწულმა შეიძლება არ გამოხატოს გაბრაზება გარეგნულად, მაგრამ ის გულში აუცილებლად იმახსოვრებს. გაბრაზების მიზეზი შეიძლება ისეთ დროს გაგიხსენოთ, როდესაც ამას ნამდვილად არ ელოდებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სასწორი ბუნებით მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანია, გაბრაზებაც მალე უვლის და ცხოვრებას ბედნიერი აგრძელებს.
თუ მორიელი გააბრაზეთ, იცოდეთ, რომ შავი დღე გელით. ეს იმ მომენტს გავს, როდესაც ქალაქს დიდი შტორმი უახლოვდება და ყველა გასუსული ელოდება ამ მომენტს, ირგვლივ სიჩუმეა და უცბად ატყდება ყველას უბედურება. გაბრაზებუ მორიელს უყვარს უსამართლო მეთოდების გამოყენებაც ოპონენტის წინააღმდეგ.
თუ გაბრაზებულმა მშვილდოსანმა მცირედი შეუარცხყოფა მოგაყენათ, ამას მალევე თვითონ ინანებს და ბოდიშსაც მოიხდის. დანაშაულის გამოსყიდვისთვის არაა გმორიცხული რაიმე საცუქარიც გაგიკეთოთ.
გაწონასწორებული, მშვიდი და უკონფლიქტო თხის რქა თუ გააბრაზეთ, ყველაფერს შეეცდება თქვენც გაგაბრაზოთ და ასე იყაროს ჯავრი, თუმცა ეს ყველაფერი გულიდან არ მოდის და ხშირად გართობისთვისაც აკეთებს.
გაბრაზებული მერწყული უბრალოდ ამოგშლით მისი ახლობლების სიიდან ისე, რომ არაფერს გეტყვით. მერწყული აუცილებლად ჩამოშორდება ისეთ ადამიანს, რომელიც ნერვებს უშლის და ხშირად აბრაზებს.
გაბრაზებული თევზები ისეთ გამომეტყველებას მიიღებს, რომ გული აგიჩუყდებათ და მისი გულში ჩაკვრა მოგინდებათ. ეს თევზების ერ-ერთი ტაქტიკაა, რომელიც გამბრაზებელს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს.