მთავარი საკითხავი ამ პატარამ დედას მასწავლებლის წერილი მიუტანა და აატირა… მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მან სიმართლე

ამ პატარამ დედას მასწავლებლის წერილი მიუტანა და აატირა… მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მან სიმართლე

by guramus

ერთხელ თომას ედისონმა თქვა: “ყველაზე სწორი გზა წარმატებისკენ – მუდმივი გონებრივი ვარჯიშია.” მის ცხოვრებას რომ შევისწავლით, მივხვდებით, რომ მართალი იყო. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ედისონი დედას უნდა უმადლოდეს. ქალს მისი სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა.

ერთხელ, როდესაც პატარა ედისონი სახლში დაბრუნდა, დედას მასწავლებლის მიერ გამოტანებული წერილი გადასცა. დედას მოულოდნელად ცრემლები წასკდა. შემდეგ კი ბავშვს ხმამაღლა წაუკითხა: “თქვენი შვილი გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს იმის რესურსი, რომ მას რაიმე განსაკუთრებული ვასწავლოთ. ამიტომ, შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ.”

დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ (მაშინ ედისონი უკვე აღიარებული მეცნიერი იყო) მისი ნივთების თვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩინა წერილი, სადაც ეწერა: “თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ბავშვებთან ერთად ვასწავლოთ. ამიტომ გთხოვთ, სახლში ამეცადინოთ.”

ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი დღიურში ჩაწერა: “თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია”.

დავაფასოთ ჩვენი დედები. მხოლოდ მათ ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ სინამდვილეში. ყველაფრის მიუხედავად!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: