მთავარი საკითხავი ნიკო გომელაურის 11 ძალიან მაგარი ციტატა წიგნიდან “ოცნებები მცნებებივით ირღვევიან…”

ნიკო გომელაურის 11 ძალიან მაგარი ციტატა წიგნიდან “ოცნებები მცნებებივით ირღვევიან…”

by guramus

ნიკო გომელაურის 11 ძალიან მაგარი ციტატა წიგნიდან “ოცნებები მცნებებივით ირღვევიან…”

1. “ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა,სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები ,ნამდვილი გრძნობით ნათქვამი მიყვარხარ არასოდეს გაუფერულდება”.

2. ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან, უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები. . . ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.

3. “ჩემი სურვილები? – სიყვარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა. ნუ ვიგონებთ იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე არსებობს. ძალიან ადვილია გიყვარდეს ადამიანი…”

4. ხშირად, ჩვენ ქრისტიანობას გაუაზრებელი პირჯვრის გადაწერითა და სანთლის დანთებით გამოვხატავთ, არადა, მთავარია, ის გავაკეთოთ, რასაც ათი მცნება გვასწავლის.

5. “არა მგონია,რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ბერვი სიტყვა იყოს საჭირო.ადამიანებს თვალებში გვაქვს სიყვარულის მუხტი და ამის გასხივება უსიტყვოდაც შეგვიძლია.მე სიყვარულს ლექსით ვუხსნი,მაგრამ აუცილებელი არ არის,ეს ლექსი სიყვარულზე იყოს.”

6. „ვინ აღარ მომიტყუებია_ ქალი, ბავშვი…
ერთი ღმერთი ვერ მოვატყუე ვერაფრით.
ადამიანი ხომ მთელი ცხოვრება ცდილობს, ღმერთი მოატყუოს. მერე კმაყოფილი სახით დაიარება იმ ილუზიით, თითქოს გამოუვიდა. როცა იტყუები, პირველ რიგში, საკუთარ თავს ატყუებ და ბოლოს პირადი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გრჩება.
როცა საკუთარი თავით, საქციელით უკმაყოფილო ხარ, ეს ყველაზე ცუდია. ყველაზე კარგად თვითონ იცის ადამიანმა, რომ ცუდად მოიქცა. ეს კი საშინელი შეგრძნებაა.“

7. სიყვარული არის ყველაფერში, რასაც უნდა აკეთებდე. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია. სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია – უნდა გვახსოვდეს,რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისათვის კი არა, სიყვარულისათვის ვართ გაჩენილები.

8. „ რა არის სიყვარული? ეს მარადიული კითხვა ბოლომდე უპასუხოდ დარჩება. ამით არის ის დიდებული. ღმერთია თავად სიყვარული- სიყვარულს მეტი განსაზღვრება არა აქვს…“

9.„ საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რაღაცაში მართალი არ ვარ, არ მიჭირს: სხვასთან ცოტათი ძნელია. ალბათ მთავარი მაინც ისაა, რომ შენს თავთან აღიარო. საერთოდ, საკუთარ ნაკლს თუ ვერ ხედავ, რთულია ცხოვრება.“

10. ქალი? – მგონი, სულელი ქალები უფრო გაწაფულნი არიან ტყუილებში. გასაკვირია, მაგრამ მათი მოტყუება უფრო რთული. ქალი თუ მოინდომებს, შეუძლია იყოს საშიში, თანაც, ძალიან საშიში. მით უმეტეს, თუ შურისძიება ჩაიფიქრა. ინტრიგებისკენ ლტოლვაც ქალს უფრო ახასიათებს. ევას შთამომავლებს ვეტყოდი, რომ არ უნდა იყვნენ კაცებივით. რადგან ქალებად დაიბადნენ. კაცივით ლაპარაკი, მანერები, უხეშობა, ძველბიჭობა და ჟარგონით ლაპარაკი არც ერთ ქალს არ უხდება და ძალიან მაღიზიანენს.

11. ბევრჯერ მიტირია, სამშობლო მატირებს ყველაზე მეტად, ფიზიკურ ტკივილს ვუძლებ, ემოციას არა, ვტირი, როცა ჩემი სამშობლოს ძალის მოკრება მახარებს და მაშინაც როცა მის სისუსტეს ვხედავ.

ნიკო გომელაური

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: