მთავარი ურთიერთობები შენ ცოლად მამაკაცს კი არა, ცხოვრების სტილს მიყვები

შენ ცოლად მამაკაცს კი არა, ცხოვრების სტილს მიყვები

by guramus

ქორწინება ხშირად იხსნება, როგორც კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაც უყვართ და რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე. შენ გამუდმებით ჩაგჩიჩინებდნენ ოჯახის წევრები და უფროსი მეგობრები, რომ გეპოვა ადამიანი, რომელსაც ეყვარებოდი და რომელიც შენს ინტერესებს გაიზიარებდა. თითქოს კარგი რჩევაა, მაგრამ რამდენი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ის თუ როგორ ვიცხოვრებთ დარჩენილი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე თუ ვის გავყვებით/მოვიყვანთ ცოლად.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ოჯახის შექმნამდე გასათვალისწინებელია არის ადგილი სადაც იცხოვრებთ და სადაც ბავშვებს აღზრდით. თუ თქვენ ქალაქში გინდათ ცხოვრება თქვენს მეუღლეს კი ქალაქგარეთ, მაშინნ მოგიწევთ შეეგუოთ იდეას რომ ურთიერთსაპირისპირო ცხოვრების სტილი გაქვთ. რაც იმას ნიშნავს რომ ურთიერთობის გადასარჩენად ან ერთი ან ორივე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
ფინანსური მხარე მეორე უმნიშვნელოვანესი მხარეა, რომელიც მანამ უნდა გაირკვეს სანამ დაქორწინდებით. დარწმუნდით, რომ თქვენი და საქმრო/საცოლის დამოკიდებულება ფულის დახარჯვა/შენახვასთან ემთხვევა ერთმანეთს. თუ ერთ-ერთი თქვენგანი “მომენტით ცხოვრობს”, მეორე კი “მომავლის ადამიანია” ეს კონფლიქტს გამოიწვევს თქვენს ურთიერთობაში. გადაწყვიტეთ რა გირჩევნიათ გქონდეთ საკუთარი სახლი თუ იქირაოთ, ეს გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ფინანსურ მდგომარეობაზე.

ასევე უნდა განისაზღვროს თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ საქმეზე, მაგალითად ცხობა, სისუფთავე რემონტი, ვინ იქნება ბავშვების მუდმივი მეთვალყურე. იფიქრე იმაზე თუ როგორ გაატარებ უიქენდს მეუღლესთან ერთად. თუ შენ ხანმოკლე მოგზაურობა გინდა,, მას კი სახლში დარჩენა გადაწყვიტე რა უფრო უკეთესი იქნება ურთიერთობისთვის. ზოგი წყვილი ამჯობინებს რაღაც დრო ერთმანეთისაგან მოშორებით გაატაროს, რათა აკეთოს ის, რისი დროც ოჯახში ყოფნის დროს არ აქვს.
დაიმახსოვრე ქორწინება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის არჩევა, რომელიც, თვლი, რომ კარგად გერგება და იმის იმედით ცხოვრება რომ ყველა ბზარს სიყვარული გაამთელებს. კარგად დაფიქრდით, დახატეთ რაც შეიძლება რეალური სურათი იმისა თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი, ეს განსაზღვრავს ხართ თუ არა თქვენ ორნი ერთმანეთისთვის შექმნილნი.

 

 

D.T.