მთავარი საკითხავი 5-საათიანი წესი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს აქცევს წარმატებულ ადამიანებად

5-საათიანი წესი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს აქცევს წარმატებულ ადამიანებად

by guramus

თქვენ მუშაობთ ყოველდღე, მაგრამ ვერასდროს ხედავთ ხანგრძლივ გაუმჯობესებას. გრძნობთ, თითქოს იმ დონეზე გაიჭედეთ, რომელზეც ამჟამად იმყოფებით. არ შეგიძლიათ წინსვლა ან განვითარება. უყურებთ, როგორ მიიწევენ თქვენი მეგობრები წინ და როგორ მოიპოვებენ პოპულარობას. ეს კი გაფიქრებინებთ, თუ რით ხართ მათგან განსხვავებული.

 

თუ კი ამ სიტუაციას საკუთარ თავს ამსგავსებთ, მაშინ რაც თქვენ უნდა გამოიყენოთ, არის 5-საათიანი წესი. მსოფლიოს წარმატებული პიროვნებების, როგორებიც არიან ბილ გეითსი, ოპრა ვინფრი და მარკ ცუკერბეგი. მათი თქმით, ეს  უბრალო წესი დაგეხმარებათ განიცადოთ ტრანსფორმაცია ჩვეულებრივიდან წარმატრბულამდე.

 

ისწავლეთ მიზანმიმართულად კვირაში 5 საათი

5-საათიანი წესის ერთ-ერთი პუნქტია, რომ კვირაში 5, ან ყოველ სამუშაო დღეს 1 საათი დაუთმოთ მიზანმიმართულ სწავლას. ეს ნიშნვს, რომ დრო მიზანმიმართულად უნდა დაუთმოთ სწავლისა და განვითარებისადმი სრულ ყურადღებას ისე, რომ სხვა საქმით არ დაკავდეთ (იმითი, რაც თემას არ შეესაბამება).

კითხვა

კითხვა არის ბევრი უაღრესად წარმატებული ადამიანის ჩვევა და მარტივი და მოსახერხებელი გზა სწავლისთვის. ეცადეთ, წიგნი მუდამ ჩანთით ატაროთ და ჩვევად იქციოთ ყოველ კვირა კითხვა. შეგილიათ ყოველ დღე წაიკითხოთ თითო თავი, ან წიგნების განსაზღვრული რაოდენობა ყოველ თვე.

რეფლექსი

რეფლექსი სწავლის მთავარი ნაწილია. რეფლექსის გარეშე ზედმეტი ინფორმაციის მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა და ხელი შეუშალოს ახალ უნარ-ჩვევებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რეფლექსი იყოს სტრუქტურირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყურადღება გაგეფანტებათ.

 

ექსპერიმენტები

ცხოვრებაში წინსვლისათვის მნიშვნელოვანია ექსპერიმენტირება. რაც არ უნდა გიჟურად მოგეჩვენოთ, ყოველ კვირას გადაანაცვლეთ დროები, რათა იპოვოთ ახალ-ახალი იდეები და თეორიები.

 

მუშაობა და სწავლა ერთმანეთში არ აურიოთ.

 

სამუშაოსა და სწავლის ერთმანეთში არევა ადვილია. სწორედ ამიტომ გრძნობთ ხოლმე, რომ სადღაც გაიჭედე. შეიძლება იფიქროთ, რომ კვირაში 40 საათიანი მუშაობა საკმარისია წარმატებამდე მისაღწევად, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა. სანამ თქვენ ყოველდღიურ პრობლემებზე ახდენთ ფოკუსირებას, ამასობაში არ აძლევთ საკუთარ თავს საშუალებას რომ გაიზარდოთ და განვითარდეთ.

 

ფოკუსირდით გაუმჯობესებაზე და არა ნაყოფიერობაზე.

 

ალბათ გგონიათ, რომ რაც უფრო ნაყოფიერი ხართ, მით უფრო წარმატებული იქნებით. ნაყოფიერობა თამაშობს გარკვეულ როლს წარმატებულობაში, მაგრამ ის არაფერია თუ მუდმივად ახალი რამ არ ისწავლე. თუ თქვენ მუდმივად ფოკუსირებული ხართ თქვენს მიმდინარე სამუშაოებზე, ვიდრე საკუთარი თავის გრძელვადიან პერსპექტივაზე, წინსვალს ვერასდროს მიაღწევთ.

მიიღეთ შთაგონება მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე წარმატებული მეწარმისგან და დაუთმეთ დრო 5-საათიან წესს-მიზანდასახულად სწავლას. მალე თქვენს მეგობრებსა და კოლეგებზე წინ იქნებით წარმატების გზაზე.

 

D.T.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: