მთავარი საკითხავი თუ ცხოვრებაში ამ სამ წესს გაითვალისწინებ, ყველაფერს მიაღწევ

თუ ცხოვრებაში ამ სამ წესს გაითვალისწინებ, ყველაფერს მიაღწევ

by guramus

არსებობს ძირითადი პრინციპები და უნივერსალური კანონები რომლებიც საძირკველს უყრის კაცობრიობის არსებობას და მართავს ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ რათქმაუნდა წვლილი შეგვაქვს ცხოვრებაში რათა მივაღწიოთ შედეგებს . ჩვენი საქციელები ზრდის კარგი შედეგის მიღების შესაძლებლობას მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის გარანტია.

იცოდე სამყაროს კანონები და პრინციპები ზრდის შენი მიზნების მისაღწევ შანსებს. ჩვენი სხეული ეს სისტემაა, რომელიც პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებს. თუ ჩვენ არ ვივარჯიშებთ, არ შევჭამთ ჯანსაღ საკვებს და არ დავგეგმავთ ვიზიტს ექიმთან, ეს გაზრდის ხანმოკლე ცხოვრების შანსებს.მაშასადამე, ცხოვრების პრინციპების გაგება, ზრდის შენი წინსვლის შანსებს.

აქ 3 პრინციპია, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად

1.დათესვისა და მოსავლის დრო

ეს პრინციპი უფრო ღრმაა , ვიდრე ცნობილი ფრაზა “რასაც დათესავ, იმას მოიმკი”.ამ პრინციპში 2 მთავარი ასპექტია მნიშვნელოვანი. პირველი – დრო და მეორე შრომა. სტუნდეტი, რომელიც გამოცდის წინა ღამეს მეცადინეობს და კარგ ქულას იღებს, როგორც “მოსავალი” , აქ ძალიან ცდება. ფერმერი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობს მიწის დამუშავებას და ბოლოს იღებს მოსავალს , აი , ასე უნდა იშრომოს სტუდენტმაც .

2. ჩადებული შრომა და მიღებული შედეგი

გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება ყველას გექნებათ და გეცოდინებათ, რომ ყოველთვის იმას არ იღებთ, რასაც ელოდით. მთავარი მოთმინებაა და შედეგიანი ინვესტირება. თუ კი რაიმის წამოწყებას ცდილობთ, თავიდანვე დიდი “მოსავალს” ნუ ელოდებით. თავიდან შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს თქვენი შრომა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება. ამ პრინციპში მთავარი მოთმინება, მიზანმიმართულობა და თანმიმდევრული მოქმედებებია.

3.თანმიმდევრული ანგარიში

გეგმების დაწყობას დიდი მნიშვლობა აქვს, იმისთვის რომ დიდი წარმატებას მიაღწიო. ბევრი ადამიანი პირველი იმედგაცრუებაზე იღებს ხელს და საქმეს შორდება. ყოველთვის საჭიროა მოთმინება და თანმიმდევრული სვლა მთავარი მიზნისკენ. სულსწრაფ ადამიანს ახასიათებთ ყველაფრის მომენტალურად მიღება და როცა ვერ იღებენ, მაშინათვე ხელს იქნევენ და ანებებენ საქმეს.იმისთვის რომ მეტად მოტივირბული იყოთ, საჭიროა დინჯი მოქმედები, რომლებსაც ლოგიკური კავშირი ექნება ერთმანეთთან.

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: