მთავარი საკითხავი ცნობილი ადამიანების 25 შთამაგონებელი ფრაზა ცხოვრებასა და სიყვარულზე

ცნობილი ადამიანების 25 შთამაგონებელი ფრაზა ცხოვრებასა და სიყვარულზე

by guramus

გთავაზობთ სხვადასხვა ქართველი და უცხოელი კლასიკოს, შემოქმედის თუ ცნობადი პერსონის 25 შთამაგონებელ ფრაზას, რომელიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.

  1. “იყო შეყვარებული, ნიშნავს იყო სულ გაოცებული. როცა გაოცება გაივლის, სიყვარულიც გაქრება. ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარულში ცნობისმოყვარეობის 90%-ია და მხოლოდ 10% – მარტოხელა ძაღლივით სიკვდილის შიში.”                                     —  ფრედერიკ ბეგბედერი
  2. “ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია.”
    — ფრედერიკ ბეგბედერი
  3. “ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.”
    — გურამ დოჩანაშვილი
  4. “არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს სიყვარულს.”
    — კონსტანტინე გამსახურდია
  5. “მე ვიცი, რომ ნამდვილი ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.”
    —  ონორე დე ბალზაკი
  6. “გინდა გითხრა სიმართლე? ქალის შეცდომა კაცის სისუსტეს ნიშნავს.”
    — ონორე დე ბალზაკი
  7. “იმდენნაირი სიყვარული არსებობს, რამდენი ადამიანიცაა და არასოდეს ეს სიყვარული არ გავს სხვისას.”
    — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
  8. “მილიონობით ადამიანს უნდა, რომ ვინმე უყვარდეს, მაგრამ არ იციან, როგორ.”
    — ოშო
  9. “ადამიანი თავისუფალი დაიბადა. არადა, გარშემო ყველა მაინც ბორკილებშია.”
    — ჟან-ჟაკ რუსო
  10. “ხანდახან მგონია, რომ თუ მშვიდად იჯდები და შენ წინ საგნებს მიაჩერდები, წამით დრო გაჩერდება, დედამიწა კი თავისი ღერძის გარშემო ტრიალს შეწყვეტს. და თუ შენ ამ წამს დაიჭერ, მარადიულად იცოცხლებ.”
    —  ჯეინ ოსტინი
  11. “თუ მამაკაცს შეუძლია მთელი დღე ის გაატაროს, რომ ერთხელაც არ იკითხოს თქვენი ამბავი, ესეიგი, ის არ არის თქვენი მამაკაცი და შეგიძლიათ იქ დატოვოთ, სადაც არის.”
    — ფრედერიკ ბეგბედერი
  12. “ადამიანი როცა მივიწყების პირას გყავს , მაშინ ჩნდება და ისევ იწყება ყველაფერი თავიდან.”
    — ერიხ მარია რემარკი
  13. “იცით, მე არასოდეს განვიკითხავ ქალებს, რომლებსაც კარგი ცხოვრება სურთ. არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც წუწუნებენ, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ… თავად კი უყურებენ მხოლოდ მოვლილ ქალებს ლამაზ კაბებში, გრძელი თმებით, მომაჯადოებელი პარფიუმის სურნელით და ხელებზე აკურატულად წასმული ლამაზი მანიკიურით… ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო… სისულელეა! სილამაზე მოითხოვს ფულს!”
    — კარლ ლაგერფელდი
  14. “საკვირველია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი… როდესაც უყვარს.”
    — ერიხ მარია რემარკი
  15. “მე სხვათაშორის ყველასთან ვჩხუბობდი.
    თუ არ ჩხუბობთ, ყველაფერი მალე დამთავრდება.”
    — ერიხ მარია რემარკი
  16. “ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო.”
    — ალბერ კამიუ
  17. “ხდება ხოლმე, შინაგანად დიდხანს იტანჯები და შენ არ კი
    იცი.”
    — ალბერ კამიუ
  18. ” ცხოვრებაც ესაა: დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ მერე სიყვარული ავიწყდებათ.”
    — ალბერ კამიუ
  19. ” მე ვიცი, რომ შეყვარებულების სურვილი ყველაფერს ამარცხებს.”
    — ონორე დე ბალზაკი
  20. “სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.”
    — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  21. “როცა ერთმანეთს ყველაფერს ვეტყვით , მაშინ მთელი ის დრო , როცა უერთმანეთოდ ვიყავით, განშორებად აღარ ჩაითვლება.”
    — ერიხ მარია რემარკი
  22. “დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რომ ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.”
    — ოტია იოსელიანი
  23. “ისეთი გოგონებიც არსებობენ, რომლებთანაც მიახლოება საშიშია.
    ისინი იმდენად სრულყოფილები არიან, რომ ყოველგვარი ზედმეტი საიხლოვე, ყველაფერს აფუჭებს.”
    — შონ აბრამი
  24. “ყველა ლამაზმანს ერთი ნაკლი აქვს – პაემანზე მათი დაყოლიება ჭირს.”
    — ჩარლზ ბუკოვსკი
  25. “სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია.”
    — ფიოდორ დოსტოევსკი

     

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: